ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ქალბატონო ფონ დერ ლაიენ, თქვენ მთელი ევროპისთვის კატასტროფა ხართ. უნდა წახვიდეთ, ჩაალაგოთ ნივთები და დაგვტოვოთ" - მილან უჰრიკი

ევროპარლამენტარმა მილან უჰრიკმა ევროკავშირის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა და ურსულა ფონ დერ ლაიენის პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით, ევროკავშირში არსებული ენერგეტიკული კრიზისი, კომპანიების გაკოტრება და ეკონომიკური პრობლემები „მწვანე შეთანხმებისა“ და სანქციების შედეგია. უჰრიკი „მწვანე შეთანხმებისა“ და სანქციების გაუქმებას, ასევე საზღვრების დაცვას ითხოვს.

"ქალბატონო ფონ დერ ლაიენ, თქვენ მთელი ევროპისთვის კატასტროფა ხართ. უნდა წახვიდეთ, ჩაალაგოთ ნივთები და დაგვტოვოთ" - მილან უჰრიკი
"ქალბატონო ფონ დერ ლაიენ, თქვენ მთელი ევროპისთვის კატასტროფა ხართ. უნდა წახვიდეთ, ჩაალაგოთ ნივთები და დაგვტოვოთ" - მილან უჰრიკირუსთავი 2

ევროპარლამენტარის, მილან უჰრიკის განცხადებით, ევროკავშირის მდგომარეობა ბოლო წლებში გაუარესდა და ამას, მისი შეფასებით, ფონ დერ ლაიენის პოლიტიკა და მიღებული გადაწყვეტილებები განაპირობებს.

მისი თქმით, ევროკავშირში ენერგეტიკული კრიზისი, კომპანიების გაკოტრება და ახალგაზრდებისთვის პერსპექტივების შემცირება სწორედ არსებული პოლიტიკის შედეგია. უჰრიკი ევროკავშირისგან "მწვანე შეთანხმებისა" და სანქციების გაუქმებას, საზღვრების დაცვასა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებას ითხოვს.

"დიდი მადლობა, თუმცა ბოდიში - ამის მოსმენა სრული სისულელე იყო.

ქალბატონო ფონ დერ ლაიენ, თქვენ მთელი ევროპისთვის კატასტროფა ხართ. უნდა წახვიდეთ - ჩაალაგოთ ნივთები და დაგვტოვოთ.

თქვით, რომ ევროპა ისეთი წარმატებულია, როგორც არასდროს? ბოლოს როდის იყავით მაღაზიაში ან სავაჭრო ცენტრში, ან ბოლოს როდის ჩაასხით საწვავი ავტომობილში?

ევროპელების 70% ამბობს, რომ მათი მდგომარეობა 5 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით გაუარესებულია.

თქვენ თქვით, რომ რუსებმა ენერგიისა და ენერგორესურსებისგან გაგვწყვიტეს. თქვენ უბრალოდ გვატყუებთ, რადგან ეს იყო თქვენი სანქციების და თქვენი "მწვანე შეთანხმების" შედეგი იყო, რამაც ევროპაში ენერგეტიკა მთლიანად დააზიანა.

სწორედ ეს არის კომპანიების გაკოტრების მიზეზი. სწორედ ამიტომ ტოვებენ ევროპული კომპანიები ევროპას. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდებს ევროპაში მომავლის იმედი აღარ აქვთ.

ევროპას სჭირდება გადაწყვეტილებები - დიახ, ფუნქციონალური გადაწყვეტილებები, რომლებიც რეალურად გააუმჯობესებს ევროპაში მცხოვრები ადამიანებისა და მოქმედი კომპანიების მდგომარეობას.

უნდა გავაუქმოთ "მწვანე შეთანხმება", უნდა გავაუქმოთ სანქციები, უნდა დავამყაროთ წესრიგი და დავიცვათ ჩვენი საზღვრები.

ესაა ის რეალური გადაწყვეტილებები, რომლებიც ევროპას სჭირდება", - აცხადებს ევროპარლამენტარი მილან უჰრიკი.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროპარლამენტარი - ურსულა ფონ დერ ლაიენს: “7 წელი გავიდა, რაც თქვენ თანამდებობა დაიკავეთ, მაგრამ ევროპელებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები