ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

აზერბაიჯანმა უკრაინაში ინვესტიციები წინა წელთან შედარებით 43-ჯერ გაზარდა

აზერბაიჯანმა 2026 წლის პირველ ნახევარში უკრაინაში პირდაპირი ინვესტიციები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43-ჯერ გაზარდა. გარდა ამისა, ქვეყანა მონაწილეობს უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებასა და ინფრასტრუქტურის, მათ შორის ირპენში ობიექტების აღდგენაში.

აზერბაიჯანმა უკრაინაში ინვესტიციები წინა წელთან შედარებით 43-ჯერ გაზარდა
აზერბაიჯანმა უკრაინაში ინვესტიციები წინა წელთან შედარებით 43-ჯერ გაზარდანეტგაზეთი

აზერბაიჯანმა 2026 წლის პირველ ნახევარში უკრაინაში 12.6 მილიონი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განახორციელა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43-ჯერ მეტია. აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2025 წლის პირველ ექვს თვეში უკრაინაში აზერბაიჯანული ინვესტიციების მოცულობა 290 ათასი დოლარი იყო.

ამასთან, სახელმწიფო და კერძო სექტორის მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ინვესტიციების შესახებ დეტალური ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.

უკრაინული მედიის ცნობით, აზერბაიჯანი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს და ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერაშიც მონაწილეობს. 2022-2025 წლებში ბაქომ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის 42 მილიონ დოლარზე მეტი გამოუყო.

2025 წლის აგვისტოში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის საფუძველზეც ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს აზერბაიჯანის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 2 მილიონი დოლარი გამოეყო. თანხა საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებულ უკრაინულ რეგიონებში ენერგომომარაგების აღდგენას უნდა მოხმარებოდა.

თუმცა, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის საგადასახდელო ბალანსის ანგარიშში უკრაინაში პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 2025 წლისთვის მხოლოდ 290 ათასი დოლარია. გამოცემა აღნიშნავს, რომ საჯარო მონაცემებით შეუძლებელია იმის ზუსტად დადგენა, რა წყაროდან და რა ფორმით გადაირიცხა უკრაინაში სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა.

უკრაინაში აზერბაიჯანული კომპანიების ინტერესების შესახებ ივლისში „ინტერფაქს-უკრაინასთან“ ინტერვიუში უკრაინის ელჩმა აზერბაიჯანში, იური გუსევმა ისაუბრა. მისი თქმით, აზერბაიჯანული კომპანიები დაინტერესებული არიან უკრაინის ენერგეტიკის, სამთო-მომპოვებელი მრეწველობის, ლოგისტიკის, აგროსამრეწველო სექტორისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროებით.

გუსევის განცხადებით, აზერბაიჯანი უკრაინის აღდგენაშიც მონაწილეობს. მისი თქმით, აზერბაიჯანისა და სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის მხარდაჭერით, ქალაქ ირპენში აღადგინეს პოლიკლინიკა და აკადემიკოს ზარიფა ალიევას სახელობის ჰუმანიტარული ლიცეუმი „ლინგვისტ“. ელჩის ინფორმაციით, ამჟამად ირპენის თემისთვის ოთხ ახალ სოციალურ პროექტზე ერთობლივი მუშაობა მიმდინარეობს.

ამასთან, ოფიციალური ცნობით, როგორც meydan.tv წერს, აზერბაიჯანის ინვესტიციები სხვა ქვეყნებშიც გაიზარდა: გაერთიანებულ სამეფოში – 64.75 მილიონიდან 329.19 მილიონ დოლარამდე, თურქეთში -3.4-ჯერ, 603.76 მილიონ დოლარამდე, საქართველოში – 47.7%-ით, 114 მილიონ დოლარამდე, აშშ-ში – 31.3%-ით, 102 მილიონ დოლარამდე, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში – 72.8%-ით, 270.07 მილიონ დოლარამდე.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.