ეკონომიკის მინისტრი ბაქოში გაემგზავრა - როგორია საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური კავშირები
ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ბაქოში გაემგზავრა, სადაც ილჰამ ალიევსა და ალი ასადოვთან ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.

ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან.
ქვრივიშვილი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება დარგობრივ მინისტრებთან.
შეხვედრების ფარგლებში მხარეები ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებს, მიმდინარე და დაგეგმილ ერთობლივ პროექტებს, ასევე სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს განიხილავენ.
მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან მისი მოადგილეები: გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე, ასევე სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი დავით ვარდიაშვილი და დირექტორი უსაფრთხოებისა და მონიტორინგის საკითხებში ლევან ცხვედიანი არიან.
აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში, რადგან აზერბაიჯანული ენერგორესურსების გაზის, ნავთობისა და ელექტროენერგიის ექსპორტი სწორედ საქართველოს გავლით ხდება. ენერგეტიკის გარდა, ორი ქვეყანა ეკონომიკის სხვა დარგებშიც თანამშრომლობს.
ვაჭრობა
2026 წლის 9 თვეში ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვა 1.1 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა 14%-ია. აქედან ექსპორტი 567 მლნ დოლარს შეადგენს, წლიურ ჭრილში ექსპორტი 7%-ით არის გაზრდილი.
2026 წლის იანვარ-სექტემბერში მთავარი საექსპორტო პროდუქტებია:
მსუბუქი ავტომობილები - 149.6 მლნ დოლარი;
ტარა ქაღალდის, მუყაო - 48 მლნ დოლარი;
სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 46.5 მლნ დოლარი;
წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 27.6 მლნ დოლარი;
ბამბა საფეიქრო მასალებისაგან - 24.8 მლნ დოლარი;
რაც შეეხება იმპორტს, წელს იმპორტის მოცულობამ წელს 9 თვეში 542.5 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 23%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
აზერბაიჯანიდან მთავარი საიმპორტო პროდუქტია:
ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები - 159.6 მლნ დოლარი;
ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 127 მლნ დოლარი;
ცემენტი - 45 მლნ დოლარი;
სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 40 მლნ დოლარი;
მსუბუქი ავტომობილები - 20.5 მლნ დოლარი;
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
შარშან აზერბაიჯანიდან ინვესტიციებმა 2018 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს 214 მლნ დოლარს მიაღწია.
ბოლო ხუთ წელში აზერბაიჯანიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა:
2020 წელი - (-16.35 მლნ);
2021 წელი - 3.34 მლნ;
2022 წელი - 10.94 მლნ;
2023 წელი - 101.46 მლნ;
2024 წელი - 87.21 მლნ;
2025 წელი - 214.37 მლნ;
ტურიზმი
ქართულ ტურიზმში აზერბაიჯანს ერთ-ერთი ლიდერი პოზიცია უკავია. პანდემიის შემდეგ ჩაკეტილი სახმელეთო საზღვრის გამო, აზერბაიჯანიდან ვიზიტორები შემცირდა, თუმცა მიმდინარე წელს ზრდა 13%-იანი ზრდა ფიქსირდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში აზერბაიჯანიდან საქართველოში 249 ათასი ვიზიტი განხორციელდა.
ფულადი გზავნილები
რაც შეეხება ფულად გზავნილებს, წელს 10 თვეში აზერბაიჯანიდან საქართველოში 31.5 მლნ დოლარი გადმოირცხა. შარშან ფულადი გზავნილები დაახლოებით 3 მლნ დოლარით 40 მლნ დოლარამდე შემცირდა. ბოლო წლებში აზერბაიჯანიდან გზავნილების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 85 მლნ დოლარი 2022 წელს დაფიქსირდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიასაქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…