ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

Politico - ნატო, მნიშვნელოვანი ბირთვული წვრთნების წინ, რუსეთთან დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს

ნატო

ნატო იტალიაში დაგეგმილი ყოველწლიური ბირთვული წვრთნების, Steadfast Noon-ის წინ რუსეთთან დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს და აცხადებს, რომ სწავლება პროგნოზირებადია და შიშის საფუძველს არ იძლევა.

Politico - ნატო, მნიშვნელოვანი ბირთვული წვრთნების წინ, რუსეთთან დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს
Politico - ნატო, მნიშვნელოვანი ბირთვული წვრთნების წინ, რუსეთთან დაძაბულობის განმუხტვას ცდილობსინტერპრესნიუსი

ნატო, ალიანსსა და მოსკოვს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, ცდილობს რუსეთი დაარწმუნოს, რომ იტალიაში დაგეგმილი ბირთვული წვრთნები შიშის საფუძველს არ იძლევა, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

ნატო-მ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ყოველწლიურ წვრთნებში - Steadfast Noon- რომელიც 13-23 ოქტომბერს იტალიაში გაიმართება, ალიანსის 17 წევრი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. Politico წერს, რომ წლევანდელი სწავლება მოსკოვსა და ნატო-ს შორის წერილების დაძაბულ მიმოცვლას მოჰყვება, მას შემდეგ, რაც აგვისტოში ალიანსის წევრმა ქვეყნებმა რუსეთის ექსკლავ კალინინგრადის მახლობლად სამხედრო წვრთნები ჩაატარეს.

„ამას ყოველწლიურად ვაკეთებთ. ეს ასევე მკაფიო გზავნილია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა რუსეთი, რომ არ არის საჭირო ნერვიულობა; ეს პროგნოზირებადია და არ არსებობს არასწორი გათვლების საფუძველი. მისი მიზანი, არსებითად, ჩვენი მოკავშირე ძალების გაწვრთნაა, რათა მზად ვიყოთ და უზრუნველვყოთ ჩვენი ბირთვული შესაძლებლობების უსაფრთხოება“, - განაცხადა ნატო-ს ბირთვული პოლიტიკის დირექტორმა ნასიმა ბაროუსმა.

ნატო-ს წინა წვრთნების შემდეგ მოსკოვმა ალიანსს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მოკავშირეების ტერიტორიაზე დარტყმით დაემუქრა და ბირთვული არსენალის გამოყენების შესაძლებლობა ახსენა. ეს ქმედება, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ გასულ კვირას საჯაროდ დაგმო.

დაძაბულობა კიდევ უფრო იზრდება, რადგან ევროპული ქვეყნები რუსეთს საბოტაჟსა და მთელი კონტინენტის მასშტაბით ე.წ. ჰიბრიდული თავდასხმების გააქტიურებაში სდებენ ბრალს.

„ჩვენი მიზანია, სიტუაცია მშვიდად შევინარჩუნოთ. რუსი ოფიციალური პირები განუწყვეტლივ ამძაფრებენ დაძაბულობის ფონს, ჩვენ კი ვეცდებით, სიტუაცია განვმუხტოთ“, - განაცხადა ნატო-ს მაღალჩინოსანმა, რომელმაც მედიასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა.

აშშ-ის პოლკოვნიკმა, ნატო-ს ბირთვული ოპერაციების ხელმძღვანელმა დევიდ ბულმა განაცხადა, რომ წლევანდელ სწავლებაში მონაწილეთა რაოდენობა წინა წლების მაჩვენებლის „მსგავსია“ და სწავლება მოიცავს როგორც „განგაშის იმიტირებულ გამოცხადებას, ისე რეალურ ფრენებს“ - თუმცა „რეალური ბირთვული იარაღის გამოყენება არ მოხდება“.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამას ყოველწლიურად ვაკეთებთ. ეს ასევე მკაფიო გზავნილია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა რუსეთი, რომ არ არის საჭირო ნერვიულობა; ეს პროგნოზირებადია და არ არსებობს არასწორი გათვლების საფუძველი. მისი მიზანი, არსებითად, ჩვენი მოკავშირე ძალების გაწვრთნაა, რათა მზად ვიყოთ და უზრუნველვყოთ ჩვენი ბირთვული შესაძლებლობების უსაფრთხოება“
ნასიმა ბაროუსი
„ჩვენი მიზანია, სიტუაცია მშვიდად შევინარჩუნოთ. რუსი ოფიციალური პირები განუწყვეტლივ ამძაფრებენ დაძაბულობის ფონს, ჩვენ კი ვეცდებით, სიტუაცია განვმუხტოთ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„განგაშის იმიტირებულ გამოცხადებას, ისე რეალურ ფრენებს“
დევიდ ბული
„რეალური ბირთვული იარაღის გამოყენება არ მოხდება“
დევიდ ბული
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.