პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

POLITICO: ნატო ცდილობს დაამშვიდოს რუსეთი, რომ იტალიაში დაგეგმილი ბირთვული სწავლება მოსკოვისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

ნატო

გამოცემა POLITICO-ს ცნობით, ნატო ცდილობს დაამშვიდოს რუსეთი, რომ იტალიაში დაგეგმილი ყოველწლიური ბირთვული სწავლება Steadfast Noon საფრთხეს არ წარმოადგენს. ნატოს ბირთვული პოლიტიკის დირექტორის, ნასიმა ბეროუსის განცხადებით, სწავლება პროგნოზირებადია და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.

POLITICO: ნატო ცდილობს დაამშვიდოს რუსეთი, რომ იტალიაში დაგეგმილი ბირთვული სწავლება მოსკოვისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს
იმედინიუსი

ნატო ცდილობს დაამშვიდოს რუსეთი, რომ იტალიაში დაგეგმილი ბირთვული სწავლება მოსკოვისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, - წერს გამოცემა POLITICO.

ხუთშაბათს ნატომ განაცხადა, რომ 13-დან 23 ოქტომბრამდე დაგეგმილ ყოველწლიურ სწავლებაში - Steadfast Noon - ალიანსის 17 წევრი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

თუმცა, წელს ეს წვრთნები მოსკოვსა და ნატოს შორის წერილების მწვავე გაცვლა-გამოცვლის ფონზე ტარდება, რაც აგვისტოში, რუსეთის ანკლავ კალინინგრადის სიახლოვეს ალიანსის მიერ ჩატარებულ სწავლებებს მოჰყვა.

„ჩვენ ამას ყოველწლიურად ვაკეთებთ და ეს ასევე მკაფიო გზავნილია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა რუსეთი, რომ შეშფოთების მიზეზი არ არსებობს“, - განაცხადა ნატოს ბირთვული პოლიტიკის დირექტორმა, ნასიმა ბეროუსმა. - „ეს პროცესი პროგნოზირებადია და არასწორი გათვლების გაკეთების საფუძველი არ არსებობს“.

„მისი მიზანი, არსებითად, ჩვენი მოკავშირე ძალების გაწვრთნაა, რათა ვიყოთ მზადყოფნაში და უზრუნველვყოთ ჩვენი ბირთვული შესაძლებლობების უსაფრთხოება და დაცულობა“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიPolitico - ნატო, მნიშვნელოვანი ბირთვული წვრთნების წინ, რუსეთთან დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს
  2. ფორმულაოპოზიციურინატო იტალიაში ბირთვულ წვრთნებს მართავს და მოსკოვის დაშვიდებას ცდილობს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ამას ყოველწლიურად ვაკეთებთ და ეს ასევე მკაფიო გზავნილია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა რუსეთი, რომ შეშფოთების მიზეზი არ არსებობს“
ნასიმა ბეროუსი
„ეს პროცესი პროგნოზირებადია და არასწორი გათვლების გაკეთების საფუძველი არ არსებობს“
ნასიმა ბეროუსი
„მისი მიზანი, არსებითად, ჩვენი მოკავშირე ძალების გაწვრთნაა, რათა ვიყოთ მზადყოფნაში და უზრუნველვყოთ ჩვენი ბირთვული შესაძლებლობების უსაფრთხოება და დაცულობა“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Reuters - რუსეთი ნატო-ს ბირთვული იარაღით ოფიციალურად დაემუქრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები