ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ნია იმნაძე გაწირეს. ერთი მტკიცებულებაც არ არსებობს” – ადვოკატი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაში ბრალდებული ნია იმნაძისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ნია იმნაძის ადვოკატმა, გიორგი ლეკიშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და მისი დაცვის ქვეშ მყოფი უსაფუძვლოდ არის დაკავებული.

“ნია იმნაძე გაწირეს. ერთი მტკიცებულებაც არ არსებობს” – ადვოკატი
“ნია იმნაძე გაწირეს. ერთი მტკიცებულებაც არ არსებობს” – ადვოკატიალია

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაში ბრალდებული ნია იმნაძის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის პროცესი იმართება.

სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა, ნია იმნაძის ადვოკატმა – გიორგი ლეკიშვილმა და თქვა:

მტკიცებულებებში თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ მინაწერს ირიბს, თუ პირდაპირს, რაც მაგალითად იქნებოდა დაკავშირებული – ჩაარტყი, მოკალი, ან მითითებას მისცემდა, ან დაიყოლიებდა ამ კონკრეტული ქმედებისკენ – ზუსტად ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც ბრალდების მხარე ვერ პასუხობს ვერცერთ კონტექსტში, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, რა კონკრეტულ ქმედებაში გამოიხატა.

ნათლად დგინდება, თუ რა იყო ნია იმნაძის გასაჭირი – ნია იმნაძემ რა უთხრა და როგორ უთხრა, ამასთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ არსებობს. უსაფუძვლოდ არის დაკავებული ნია იმნაძე. არაფერი მტკიცებულება არ არსებობს. ნია იმნაძის წინააღმდეგ ჩვენებაც არ არსებობს, არაფერი არ არსებობს ნია იმნაძის მიმართ. მტკიცებულებების გარეშე არის პასუხისგებაში მიცემული და თუ ასეთი ფორმით პასუხისგებაში ადამიანის მიცემა ნიშნავს იმას, რომ ის გაწირულია, რა თქმა უნდა ის გაწირულია,” – ამბობს გიორგი ლეკიშვილი.

შეგახსენებთ, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, 5 აგვისტოს, ორი არასრულწლოვანი, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბრალდების მხარე წარმოადგენს მოწმეებს, რომლებიც არიან ნია იმნაძის სხვა ჯგუფელები, ასევე დასაკითხად იქნებიან გიორგი მალანიას ჯგუფის წევრები - პროკურორიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები