საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებმაც დაადასტურეს ნია იმნაძის ბრალეულობა ჩადენილ დანაშაულში - პროკურორი
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულების, ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი იმართება. პროკურორის განცხადებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს ნია იმნაძის ბრალეულობას ჩადენილ დანაშაულში.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმის ფარგლებში დაკავებული ორი პირის პროცესი იმართება. ნია იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაში, ანასტასია ბერუაშვილს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ადანაშაულებენ. სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევაზე მსჯელობენ. სასამართლოში იმყოფება მოკლული გიგა ავალიანის დედაც.
პროკურორი აცხადებს, რომ მტკიცებულებების თანახმად დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ნია იმნაძის ბრალეულობა იკვეთება.
"საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებმაც აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით და ახლა უკვე წინასასამართლო სხდომაზეც, უკვე უფრო მაღალი სტანდარტით დაადასტურეს ნია იმნაძის ბრალეულობა ჩადენილ დანაშაულში. კერძოდ, აქ ვსაუბრობთ როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციაზე, ასევე დეტალურებზე. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია ასევე მოწმეთა ჩვენებები, რომელიც ადასტურებს ნია იმნაძის მოტივს და მიზანს ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით,"- აცხადებს ქეთევან სონიძე.
ციტატები სტატიიდან
„საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებმაც აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით და ახლა უკვე წინასასამართლო სხდომაზეც, უკვე უფრო მაღალი სტანდარტით დაადასტურეს ნია იმნაძის ბრალეულობა ჩადენილ დანაშაულში. კერძოდ, აქ ვსაუბრობთ როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციაზე, ასევე დეტალურებზე. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია ასევე მოწმეთა ჩვენებები, რომელიც ადასტურებს ნია იმნაძის მოტივს და მიზანს ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.