პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ქარიშხალი "ისაიასი" აშშ-ის მექსიკის ყურის სანაპიროს უახლოვდება - სინოპტიკოსები საშიში შტორმის, ტორნადოებისა და წყალდიდობის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებენ

ქარიშხალი "ისაიასი" აშშ-ის მექსიკის ყურის სანაპიროს უახლოვდება. სინოპტიკოსები მოსახლეობას საშიში შტორმის, ტორნადოებისა და წყალდიდობის შესახებ აფრთხილებენ. ფლორიდის ნაწილში სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა, ხოლო ალაბამაში საგანგებო მდგომარეობაა.

ქარიშხალი "ისაიასი" აშშ-ის მექსიკის ყურის სანაპიროს უახლოვდება - სინოპტიკოსები საშიში შტორმის, ტორნადოებისა და წყალდიდობის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებენ
რუსთავი 2

ქარიშხალი "ისაიასი" დღეს კიდევ უფრო გაძლიერდა და აშშ-ის მექსიკის ყურის სანაპიროსკენ გადაადგილდება. სინოპტიკოსები სიცოცხლისთვის საშიში შტორმის, ტორნადოებისა და წყალდიდობის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებენ, რის გამოც ფლორიდის ნაწილში სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა, ხოლო ალაბამას შტატში - საგანგებო მდგომარეობა.

"ისაიასმა" უკვე შეაფერხა ნავთობისა და გაზის წარმოება მექსიკის ყურეში - ენერგეტიკულმა კომპანიებმა იძულებით დაცალეს ზღვაში განთავსებული პლატფორმები და საქმიანობა შეაჩერეს.

აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის (NHC) ცნობით, 2026 წლის სეზონის პირველი ატლანტიკური ქარიშხლის ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ ხუთშაბათს დილით 140 კმ/სთ-ს მიაღწია. პროგნოზის მიხედვით, პარასკევს "ისაიასი" შესაძლოა მე-3 კატეგორიის ქარიშხლამდე გაძლიერდეს (ქარის სიჩქარით 175 კმ/სთ), ხოლო პარასკევს გვიან ღამით ან შაბათს დილით, ჩრდილოეთ სანაპიროს მიაღწევს.

"ველოდებით, რომ სანაპიროზე დაჯახებისას "ისაიასი" სახიფათო ქარიშხალი იქნება. დღეს არის მომზადების დღე," - განაცხადა ქარიშხლების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაიკლ ბრენანმა.

"ისაიასმა" თითქმის გაამეორა ყველაზე გვიან დაფიქსირებული პირველი ატლანტიკური ქარიშხლის რეკორდი, რომელიც 1905 წლის 8 ოქტომბრით თარიღდება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ქარიშხალ ისაიასის გამო, მექსიკის ყურის გარშემო ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები