გაგა გოგსაძე: ვიკა ბუკიას გუშინდელმა ეთერმა ლამის სუიციდამდე მიმიყვანა. აქამდე ვერაფერი დავწერე, იმიტომ კი არა, რომ დამეზარა, არამედ იმიტომ, რომ არ შემეძლო
პოეტი გაგა გოგსაძე: ვიკა ბუკიას გუშინდელმა ეთერმა ლამის სუიციდამდე მიმიყვანა. აქამდე ვერაფერი დავწერე,იმიტომ კი არა, რომ დამეზარა, არამედ იმიტომ, რომ არ შემეძლო.ქვეყანას მწამებელი, წამლისჩამდები და მოღალატე რეჟიმი დაეპატრონა.
პოეტი გაგა გოგსაძე:
ვიკა ბუკიას გუშინდელმა ეთერმა ლამის სუიციდამდე მიმიყვანა. აქამდე ვერაფერი დავწერე, იმიტომ კი არა, რომ დამეზარა, არამედ იმიტომ, რომ არ შემეძლო. ქვეყანას მწამებელი, წამლისჩამდები და მოღალატე რეჟიმი დაეპატრონა.
#შენ, ვინც რელიგიურობას იბრალებ, უფლის სახელით "ღაღადებ" და ადამიანთა წამებაზე თვალს ხუჭავ, შეგნებული გაიძვერა ხარ!!!
#შენ, ვინც ფიქრობ, რომ კაცის ცოცხის ტარით გაუპატიურება, ტრაგედიაა, ხოლო რეზინიან თითს არაუშავს, უსაშველოდ მანკიერი ხარ!!!
#შენ, ვინც ჩუმად ხარ და ერთ სიტყვასაც კი ვერ წერ, თვითცენზურასდამორჩილებული საბრალო მონა ხარ!!!
#შენ, ვინც იგონებ, რომ სამშობლო გიყვარს და ახლა შენი სხეულით, ყველა თევზის მდუმარებით დაობებულ სულს დაათრევ, აფერისტი და მხდალი ხარ!!!
#შენ, რომ ოდესმე ჩაახედო შენი თავი მართალ სარკეში, დუმილს მოვკლავდი, ბოლო ხმაზე იღრიალებდი, რომ ვიღუპებით.
...მაგრამ #შენ #შენ ხარ,უსაშველოდ მხდალი ქართველი, უფრო სწორად კი, ვიღაც კაცი, ქართული გვარით.
#შენ სწორედ ის ხარ, ვისაც ჯიბე ალბათ სავსე გაქვს, ან სულაც არა. უმნიშვნელოა, რადგან ღირსება შეიძლება მდიდარს და ღარიბს, ორივეს ჰქონდეს, მაგრამ #შენ არა!!!
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.