პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ევროპარლამენტის 70-ზე მეტი დეპუტატი ევროკავშირში „რუსული სახლების“ დახურვას ითხოვს

ევროპარლამენტის 70-ზე მეტმა დეპუტატმა ევროკავშირის ხელმძღვანელობას მიმართა, შეიმუშაოს ერთიანი პოზიცია და შეწყვიტოს „რუსული სახლების“ საქმიანობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

ევროპარლამენტის 70-ზე მეტი დეპუტატი ევროკავშირში „რუსული სახლების“ დახურვას ითხოვს
ფორმულა

ევროპარლამენტის 70-ზე მეტმა დეპუტატმა ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს მოუწოდა, შეიმუშაონ ერთიანი პოზიცია ე.წ. „რუსულ სახლებთან“ დაკავშირებით და განიხილონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მათი საქმიანობის შეწყვეტის საკითხი. ამის შესახებ ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი LRT წერს.

მიმართვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასს გაეგზავნა. მისი ინიციატორი ევროპარლამენტარი და ლიეტუვის ყოფილი თავდაცვის მინისტრი რასა იუკნიავიჩენეა.

იუკნიავიჩენეს განცხადებით, „რუსული სახლები“ ევროპაში რუსეთის გავლენისა და სადაზვერვო საქმიანობისთვის გამოყენებული ცენტრებია. მისი თქმით, ისინი მოქმედებენ ევროკავშირის ინტერესების წინააღმდეგ და საზღვარგარეთიდან განხორციელებული ოპერაციების, მათ შორის ინფორმაციული მანიპულაციისა და ჩარევის, კოორდინირებაში მონაწილეობენ.

მიმართვის ავტორების ინფორმაციით, „რუსული სახლები“ ამჟამად ევროკავშირის 15 ქვეყანაში აგრძელებენ საქმიანობას. ეს ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კვიპროსი, ჩეხეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, ლუქსემბურგი, მალტა, სლოვაკეთი და ესპანეთი.

„რუსული სახლების“ სახელით ცნობილია რუსეთის ფედერალური სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვოს“ უცხოეთში მოქმედი წარმომადგენლობები. სააგენტოს ოფიციალური ინფორმაციით, ორგანიზაცია მსოფლიოს 71 ქვეყანაში, 87 წარმომადგენლობით მოქმედებს და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი რუსეთის ჰუმანიტარული გავლენის გაძლიერებაა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა „როსსოტრუდნიჩესტვო“ სანქციების სიაში შეიყვანა. ევროკავშირის შეფასებით, სააგენტო დაკავშირებულია გავლენის აგენტებთან, აფინანსებს პროპაგანდისტულ პროექტებს და ხელს უწყობს კრემლის ნარატივებისა და ისტორიული რევიზიონიზმის გავრცელებას. მიუხედავად სანქციებისა, „რუსულმა სახლებმა“ ევროკავშირის რიგ ქვეყნებში საქმიანობა განაგრძეს.

ევროპარლამენტარების მიმართვაში აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე „რუსული სახლების“ დახურვის გადაწყვეტილება ცალკეული წევრი სახელმწიფოების კომპეტენციაში რჩება. დეპუტატების განცხადებით, თუმცა საკითხი ეროვნული მთავრობების იურისდიქციას მიეკუთვნება, ეს ევროკავშირის უმოქმედობის მიზეზი არ უნდა გახდეს.

ევროპარლამენტარები ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს მოუწოდებენ, შეიმუშაონ საერთო ევროპული მიდგომა და განსაზღვრონ შესაბამისი ზომები იმ ქვეყნებში „რუსული სახლების“ საქმიანობის შესაწყვეტად, სადაც ისინი კვლავ მოქმედებენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიევროკავშირის პარლამენტარები ითხოვენ განისაზღვროს ზომები "რუსული სახლების" დასახურად
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
“თურმე, ნუ იტყვით და “რუსული სახლი” ევროკავშირის 15 სახელმწიფოში დღემდე ფუნქციონირებს” – ზურაბ ფარჯიანიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები