ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

შოთა მუსაევი ისრაელის პრეზიდენტმა სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა

ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა სამოქალაქო გმირობისთვის ქართველი ებრაელი შოთა მუსაევი და კიდევ 5 პირი დააჯილდოვა, რომლებმაც Flydubai-ს რეისზე მომხდარი ინციდენტის დროს მგზავრები გადაარჩინეს.

შოთა მუსაევი ისრაელის პრეზიდენტმა სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
შოთა მუსაევი ისრაელის პრეზიდენტმა სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვანეტგაზეთი

ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა სამოქალაქო გმირობისთვის 6 პირი, მათ შორის ქართველი ებრაელი, შოთა მუსაევი დააჯილდოვა. მათ ჯილდო გადაეცათ Flydubai-ს თვითმფრინავის მგზავრების გადარჩენაში შეტანილი წვლილის გამო.

„იმ მომენტში, როდესაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე საფრთხეში იყო, თქვენ მოქმედებდით უყოყმანოდ, სიმამაცით, მოხერხებულობითა და განსაკუთრებული ურთიერთპასუხისმგებლობით. თქვენ საკუთარი თავი საფრთხეში ჩაიგდეთ სხვების გადასარჩენად და თავიდან აიცილეთ მასშტაბური კატასტროფა. მთელმა მსოფლიომ იხილა ისრაელის საზოგადოების მშვენიერი და მამაცი სახე. მე ვამაყობ თქვენით და მადლობას გიხდით ისრაელის სახელმწიფოს სახელით“, – თქვა ჰერცოგმა.

შოთა მუსაევმა მძიმედ დაჭრილ პილოტს აუცილებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა, შეძლო მისთვის სისხლდენის შეჩერება და მდგომარეობის დასტაბილურება.

ინციდენტი 30 სექტემბერს მოხდა თელ-ავივის მიმართულებით flydubai-ს რეისზე. თვითმფრინავში 170-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ფრენის დროს მეორე პილოტმა (რომელიც წარმოშობით ომანიდან იყო) ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა ხომალდის მთავარ კაპიტანს, ინდოელ სმიტ მაჩჰარის. ისრაელის განცხადებით, მან თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, მიუხედავად ჭრილობებისა, კაპიტანმა მაჩჰარიმ მოახერხა პილოტების კაბინის კარის გაღება. მგზავრები და ეკიპაჟის წევრები კაბინაში შეიჭრნენ, თავდამსხმელი ყურსასმენების სადენებითა და პლასტმასის შესაკრავებით (ე.წ. ხამუტებით) შებოჭეს. ბორტზე მყოფმა სხვა, არასამუშაო ცვლაში მყოფმა პილოტებმა, რომლებიც მგზავრების სტატუსით იმყოფებოდნენ თვითმფრინავში, შეძლეს მისი დასტაბილურება და რეისი საუდის არაბეთში, ქალაქ ტაბუკში დასვეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ მომხდარს განიხილავს როგორც „ტერორისტულ თავდასხმას“. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„იმ მომენტში, როდესაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე საფრთხეში იყო, თქვენ მოქმედებდით უყოყმანოდ, სიმამაცით, მოხერხებულობითა და განსაკუთრებული ურთიერთპასუხისმგებლობით. თქვენ საკუთარი თავი საფრთხეში ჩაიგდეთ სხვების გადასარჩენად და თავიდან აიცილეთ მასშტაბური კატასტროფა. მთელმა მსოფლიომ იხილა ისრაელის საზოგადოების მშვენიერი და მამაცი სახე. მე ვამაყობ თქვენით და მადლობას გიხდით ისრაელის სახელმწიფოს სახელით“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.