ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ისრაელის პრეზიდენტმა flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფი 6 პირი, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელი ექიმი, სამოქალაქო გმირობისთვის მედლით დააჯილდოვა

ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა სამოქალაქო გმირობისთვის მედალი გადასცა ექვს პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ექიმ შოთა მუსაევს, რომლებმაც დუბაიდან ისრაელისკენ მიმავალ რეისზე თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს და პილოტს დახმარება აღმოუჩინეს.

ისრაელის პრეზიდენტმა flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფი 6 პირი, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელი ექიმი, სამოქალაქო გმირობისთვის მედლით დააჯილდოვა
ისრაელის პრეზიდენტმა flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფი 6 პირი, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელი ექიმი, სამოქალაქო გმირობისთვის მედლით დააჯილდოვაინტერპრესნიუსი

ისრაელის პრეზიდენტმა შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის მედლით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ისრაელური მედია ავრცელებენ.

კერძოდ, აღინიშნება, რომ ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა სამოქალაქო გმირობისთვის მედლით ექვი ადამიანი დააჯილდოვა, რომელთაც დუბაიდან ისრაელისკენ ფრენის დროს თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს, ტერორისტი გაანეიტრალეს და სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს დაჭრილ პილოტს.

დაჯილდოებულები არიან შოთა მუსაევი [ქართველი წარმოშობის ექიმი] , იანივ ჰაიონი, ცვიკა მანასი, ტალი მანასი, ასაფ რაჟვანი და ორ პერდილოვი. აღინიშნება, რომ სწორედ შოთა მუსაევმა აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება ტერორისტის მიერ დაჭრილ პილოტს.

“ბევრი სასწაული მოხდა მაგ დღეს. ადამიანთა ჯაჭვს წარმოვადგენთ, რომლებმაც დახმარება გაწიეს; ერთი რგოლიც რომ დაკლებულიყო, ჯაჭვი გაწყდებოდა. ყველა გმირულად მოქმედებდა”, - განაცხადა მუსაევმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბევრი სასწაული მოხდა მაგ დღეს. ადამიანთა ჯაჭვს წარმოვადგენთ, რომლებმაც დახმარება გაწიეს; ერთი რგოლიც რომ დაკლებულიყო, ჯაჭვი გაწყდებოდა. ყველა გმირულად მოქმედებდა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.