პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე - არ გვჭირდება არავინ საპატიმროში, თუ ისინი მოინანიებენ - ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინეს ამ ადამიანებმა, თუმცა, მზად ვართ მათ ეს დანაშაული ვაპატიოთ აღიარების შემთხვევაში

საქართველოს მთავრობასაქართველოს პროკურატურა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება მზადაა 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს დანაშაული მონანიებისა და აღიარების შემთხვევაში აპატიოს. პროკურატურის ცნობით, მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ ბრალი აღიარეს და საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოითხოვეს.

ირაკლი კობახიძე - არ გვჭირდება არავინ საპატიმროში, თუ ისინი მოინანიებენ - ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინეს ამ ადამიანებმა, თუმცა, მზად ვართ მათ ეს დანაშაული ვაპატიოთ აღიარების შემთხვევაში
ინტერპრესნიუსი

არ გვჭირდება არავინ საპატიმროში, თუ ისინი მოინანიებენ. ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინეს ამ ადამიანებმა, თუმცა ამისდა მიუხედავად ჩვენ მზად ვართ მათ ეს დანაშაული ვაპატიოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების ნაწილის მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმების მზაობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მზად არიან მონანიების შემთხვევაში ყველას მიუტევონ, თუმცა არიან ქვეყანაში ძალები, „რომლებსაც უნდათ სიტუაციის ესკალაცია და პოლარიზაციის გაღრმავება”.

„საინტერესოდ წარმოჩინდა ოპოზიცია 4 ოქტომბერს. მაშინ გახსოვთ, დამხობის აქციაზე მივიდა 3-4 ათასი ადამიანი, მაგრამ საბოლოოდ რამდენიმე ადამიანი, ორგანიზატორები შეატოვეს და ყველა გაემიჯნა უცბად იმ დამხობის აქციას, რომელშიც თავად მონაწილეობდნენ. ეს აჩვენებს ამორალურობას რადიკალური ოპოზიციისა. როგორი ამორალური უნდა იყო, კაცმა დაგიძახა, მიხვედი დამხობის აქციაზე, სცადე მასთან ერთად ხელისუფლების დამხობა და როგორც კი ეს მცდელობა ჩავარდა, მაშინვე ემიჯნები.

რაც შეეხება პატიმრებს, ჩვენი მიდგომა არის ცხადი - თუკი ვინმე მოინანიებს, ჩვენ გვექნება შესაბამისი ზომები და ნაბიჯები. არ გვჭირდება არავინ საპატიმროში, თუ ისინი მოინანიებენ. ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინეს ამ ადამიანებმა, თუმცა ამისდა მიუხედავად ჩვენ მზად ვართ მათ ეს დანაშაული ვაპატიოთ, აღიარების შემთხვევაში. არიან ძალები, რომლებსაც უნდათ სიტუაციის ესკალაცია და პოლარიზაციის გაღრმავება, მაგრამ ჩვენი პოზიცია ასეთია”, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა: მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მიმართეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი 4 ოქტომბრის საქმეზე:ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინეს ამ ადამიანებმა, სცადეს ხელისუფლების დამხობა, თუმცა ამის მიუხედავად მზად ვართ, სინანულის და აღიარების შემთხვევაში ვაპატიოთ მათ ეს დანაშაული და გავათავისუფლოთ
  2. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – 4 ოქტომბერს მძიმე დანაშაული ჩაიდინეს, სცადეს ხელისუფლების დამხობა, თუმცა, მზად ვართ, სინანულისა და აღიარების შემთხვევაში, ვაპატიოთ ეს დანაშაული და გავათავისუფლოთ
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზოდელავამ და ბერიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს - პროკურატურაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები