სიიდან ასობით სუბიექტის ამოღების მიუხედავად, ივანიშვილი აშშ-ს მიერ კვლავ სანქცირებულია
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციების სიებიდან ასობით პირი და სუბიექტი ამოიღო, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულ პირთა სიაში კვლავ რჩება.

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ სანქციების სიებიდან 285 პირისა და სუბიექტის ამოღების მიუხედავად, ქართული ოცნების დამფუძნებელი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი კვლავ სანქცირებულია.
OFAC-მა სანქციების სიების გადახედვის ფარგლებში სამი ეტაპი ჩაატარა - 28 მაისს სიიდან 76, 27 ივლისს 84, ხოლო 5 ოქტომბერს 125 პირი და სუბიექტი ამოიღო. ბოლო ეტაპზე დამატებით 22 ჩანაწერის მონაცემები განახლდა. ივანიშვილი სანქციების სიიდან არცერთ ეტაპზე არ ამოუღიათ და მისი სტატუსი უცვლელია. OFAC-ის მოქმედ სიაში ის კვლავ სანქცირებულ პირად არის მითითებული.
აშშ-მ ბიძინა ივანიშვილი 2024 წლის 27 დეკემბერს აღმასრულებელი ბრძანება 14024-ის საფუძველზე დაასანქცირა. მაშინ სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ მომავალს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ძირს უთხრიდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…