ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კრამატორსკში ავტობუსების დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა

რუსეთის მიერ კრამატორსკში სამგზავრო ავტობუსების დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, ხოლო 18 ადამიანი დაშავდა. უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების გამო კრამატორსკსა და სლოვიანსკში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა დროებით შეჩერდება.

კრამატორსკში ავტობუსების დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა
კრამატორსკში ავტობუსების დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდატაბულა

რუსეთის მიერ ქალაქ კრამატორსკში სამგზავრო ავტობუსების დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, დაშავდა 18 ადამიანი. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ადასტურებს.

რუსებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში, 2 სამგზავრო ავტობუსზე იერიში 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 10:00-ზე მიიტანეს, როცა ავტობუსებს მგზავრები გადაჰყავდათ.

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვადიმ ფილაშკინის განცხადებით, უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობის გაუარესების გამო, კრამატორსკსა და სლოვიანსკში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა დროებით შეჩერდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკი: რუსეთი ცდილობს, მთელი სიცოცხლე გაანადგუროს დონბასში და მსოფლიოს რეაქცია აუცილებელიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები