ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზელენსკი: რუსეთი ცდილობს, მთელი სიცოცხლე გაანადგუროს დონბასში და მსოფლიოს რეაქცია აუცილებელია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრამატორსკში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მიტანილი იერიში დაგმო და მსოფლიოს რეაგირებისკენ მოუწოდა. ქალაქზე თავდასხმას 33 ადამიანი ემსხვერპლა, 18 კი დაშავდა.

ზელენსკი: რუსეთი ცდილობს, მთელი სიცოცხლე გაანადგუროს დონბასში და მსოფლიოს რეაქცია აუცილებელია
ზელენსკი: რუსეთი ცდილობს, მთელი სიცოცხლე გაანადგუროს დონბასში და მსოფლიოს რეაქცია აუცილებელიარუსთავი 2

უკრაინის პრეზიდენტი კრამატორსკში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მიტანილ იერიშს ეხმაურება და მსოფლიოსგან რეაგირებას ითხოვს.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რუსულმა ბომბმა ქალაქის ორ მიკროავტობუსს მოხვდა, სხეულის მძიმე დაზიანებების გამო კი ზოგიერთი დაღუპულის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება.

უკრაინის პრეზიდენტმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ეს დარტყმა უპასუხოდ არ დარჩება.

"რუსეთი ცდილობს, მთელი სიცოცხლე გაანადგუროს დონბასში და მსოფლიოს რეაქცია აუცილებელია. ძალისმიერი პასუხი - ზუსტად ისეთი, როგორიც რუსებმა ყველა იმ სიკვდილისთვის დაიმსახურეს, რომელიც მათ მოიტანეს. ნათელში იყოს ყველა დაღუპულის სული", - აცხადებს ზელენსკი.

უკრაინაში, ქალაქ კრამატორსკზე რუსეთის ძალების იერიშს 33 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 18.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რუსეთი ცდილობს, მთელი სიცოცხლე გაანადგუროს დონბასში და მსოფლიოს რეაქცია აუცილებელია. ძალისმიერი პასუხი - ზუსტად ისეთი, როგორიც რუსებმა ყველა იმ სიკვდილისთვის დაიმსახურეს, რომელიც მათ მოიტანეს. ნათელში იყოს ყველა დაღუპულის სული“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მედია: კრამატორსკში რუსეთის ავიადარტყმას 33 ადამიანი ემსხვერპლაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები