რუსებმა კრამატორსკში ავტობუსებს დაარტყეს - 12 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ კრამატორსკზე თავდასხმა განახორციელეს, რა დროსაც იერიში ორ ავტობუსზე მიიტანეს. თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში, კრამატორსკზე თავდასხმა განახორციელეს. ორ ავტობუსზე დარტყმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
“რუსულმა ძალებმა კრამატორსკზე თავდასხმა განახორციელეს. თავდასხმის ეპიცენტრში ორი ავტობუსი აღმოჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 12 ადამიანი. თოთხმეტი ადამიანი დაშავდა”, - აღნიშნულია დონეცკის რეგიონული პროკურატურის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის დროს ავტობუსებს მგზავრები გადაჰყავდა.
ციტატები სტატიიდან
„რუსულმა ძალებმა კრამატორსკზე თავდასხმა განახორციელეს. თავდასხმის ეპიცენტრში ორი ავტობუსი აღმოჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 12 ადამიანი. თოთხმეტი ადამიანი დაშავდა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.