რუსეთის თავდასხმა ავტობუსებზე კრამატორსკში – დაიღუპა 30 ადამიანი
8 ოქტომბერს დილით რუსულმა ძალებმა კრამატორსკში ორ ავტობუსს შეუტიეს, რის შედეგადაც მინიმუმ 30 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. 9 ოქტომბერი კრამატორსკში გლოვის დღედ გამოცხადდა.

8 ოქტომბერს, დილით, რუსულმა ძალებმა დონეცკის რეგიონში, კრამატორსკს შეუტიეს.
უკრაინული მედიის ცნობით, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად მინიმუმ 30 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. სამუშაოები ადგილზე გრძელდება.
თავდასხმის დროს ტრანსპორტს მგზავრებს გადაჰყავდა.
9 ოქტომბერი კრამატორსკში გლოვის დღედ გამოცხადდა.
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.