ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამაზ ელიზბარაშვილი კონკრეტულ საპროცესო შეთანხმებაზე საუბარს არ გამორიცხავს - ბრალდებულის ადვოკატი ლექსო სვიმონიშვილი

თამაზ ელიზბარაშვილი, რომელიც ადრე წარდგენილ ბრალს აბსურდულს უწოდებდა, სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით „ტვ იმედის“ თანამშრომლების მიმართ მუქარას აღიარებს და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს. ბრალდებულის ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით, შეთანხმების მისაღწევად ბრალის აღიარებაა საჭირო.

თამაზ ელიზბარაშვილი კონკრეტულ საპროცესო შეთანხმებაზე საუბარს არ გამორიცხავს - ბრალდებულის ადვოკატი ლექსო სვიმონიშვილი
თამაზ ელიზბარაშვილი კონკრეტულ საპროცესო შეთანხმებაზე საუბარს არ გამორიცხავს - ბრალდებულის ადვოკატი ლექსო სვიმონიშვილირუსთავი 2

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს. განცხადება სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა და მასში ელიზბარაშვილი "ტვ იმედის" თანამშრომლების მიმართ მუქარას აღიარებს. ამ დრომდე კი ელიზბარაშვილი წარდგენილ ბრალდებას აბსურდულს უწოდებდა და კატეგორიულად აცხადებდა, რომ არ აღიარებდა იმ დანაშაულს, რომელიც არ ჩაუდენია. თუმცა ამჯერად ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურს.

იგივეს იმეორებს თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი და აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კონკრეტულ საპროცესო შეთანხმებაზე საუბარს არ გამორიცხავს, ლექსო სვიმონიშვილი აქვე დასძენს, რომ ელიზბარაშვილს შეთანხმების მისაღწევად, მას ბრალის აღიარება მოუწევს.

"საპროცესო შეთანხმება, რა თქმა უნდა, აღიარების გარეშე არ გაფორმდება. თუ გადაწყვეტს თამაზ ელიზბარაშვილი, რომ გააფორმოს საპროცესო შეთანხმება, მას მოუწევს ბრალის აღიარება. როდესაც მან "ფეისბუქით" მიმართა ამ ადამიანებს, ამ ფაქტსაც აღიარებს თამაზ ელიზბარაშვილი, ვინაიდან, მან ეს განცხადება გააკეთა, ეს ნიშნავს იმას, რომ არ გამორიცხავს კონკრეტულ საპროცესო შეთანხმებაზე საუბარს", - აცხადებს ლექსო სვიმონიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საპროცესო შეთანხმება, რა თქმა უნდა, აღიარების გარეშე არ გაფორმდება. თუ გადაწყვეტს თამაზ ელიზბარაშვილი, რომ გააფორმოს საპროცესო შეთანხმება, მას მოუწევს ბრალის აღიარება. როდესაც მან "ფეისბუქით" მიმართა ამ ადამიანებს, ამ ფაქტსაც აღიარებს თამაზ ელიზბარაშვილი, ვინაიდან, მან ეს განცხადება გააკეთა, ეს ნიშნავს იმას, რომ არ გამორიცხავს კონკრეტულ საპროცესო შეთანხმებაზე საუბარს“
ლექსო სვიმონიშვილი
„მიმართა ამ ადამიანებს, ამ ფაქტსაც აღიარებს თამაზ ელიზბარაშვილი, ვინაიდან, მან ეს განცხადება გააკეთა, ეს ნიშნავს იმას, რომ არ გამორიცხავს კონკრეტულ საპროცესო შეთანხმებაზე საუბარს“
ლექსო სვიმონიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თამაზ ელიზბარაშვილი აღიარებს მუქარას და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები