თაკო ჩარკვიანი: თუ საზოგადოებასაც არ აწუხებს სუნი-მაშინ რა უნდა ვთქვა?! ესე იგი-ყარს ჩვენი სახელმწიფო...
თაკო ჩარკვიანი: რამდენიმე დღით გასული ვარ ქვეყნიდან, მაგრამ რა თქმა უნდა ვუყურებ ყველაფერს და არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ახალგაზრდა ბიჭის უმძიმეს განცხადებას, რომ მასზე იძალადეს ციხეში - სიტყვა გაუპატიურება განზრახ არ მინდა ვთქვა, რადგან გაუპატიურებული, ნამუსგარეცხილი და ღირსებააყრილი, თავად ის “თანამშრომლები” არიან, ერთ კაცს რომ აკავებს 10 კაცი.
პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი:
რამდენიმე დღით გასული ვარ ქვეყნიდან, მაგრამ რა თქმა უნდა ვუყურებ ყველაფერს და არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ახალგაზრდა ბიჭის უმძიმეს განცხადებას, რომ მასზე იძალადეს ციხეში - სიტყვა გაუპატიურება განზრახ არ მინდა ვთქვა, რადგან გაუპატიურებული, ნამუსგარეცხილი და ღირსებააყრილი, თავად ის “თანამშრომლები” არიან, ერთ კაცს რომ აკავებს 10 კაცი და რეზინის ხელთათმანით “დაძრომიალობს” სხვის ფეკალიებში ბედნიერად …. და მერე ეუბნება მანიაკურად - “ხომ ხარ ქათამიო”.
კიდევ უფრო შემძრა, რაც ორი დღის წინ ვნახე ტვ ეთერში, დებატები ვნახე გამწარებული მშობლისა და პოლიტიკან -“პოლიტიკოსისა”, სერიოზულად არჩევდა ქალი პოლიტიკოსი, ეს “გასინჯვის პროცედურა” იყო თუ გაუპატიურება, აი ეს არის გასარკვევიო ანუ ახლა სრულიად საქართველომ, თურმე უნდა ვარკვიოთ “თითის” ზომის შესვლის სანტიმეტრები … ხალხნო ქალი პოლიტიკანი ტვ ეთერში იჯდა და მთელი საღამო ცდილობდა, რომ “ქართველი ჯეელის” მიერ პატიმრის უკანალში ძალადობით შეყოფილი თითი გაემართლებინა - “გაეპრავებინა” . ვახ
1. სრულიად შესაძლებელია ნებისმიერი ვაჟკაცი გააკავოს 10 -მა გარეწარმა”კაცმა “ ერთი კაცი და იძალადოს მასზე (რაოდენ ვაჟკაციც უნდა იყოს ის ერთი)
2. სად ვართ?! და თუ ეს გასინჯვაა პატიმრის, (რაც არსებულ ვიდეოში დიდ ეჭვს იწვევს, რომ ეს “გასინჯვაა”,) რომელი საუკუნეა, ან თანამედროვე აპარატურა - “რენტგენი” არ არსებობს??? და თან ამ ვითომ “გასინჯვის” შემდეგ სათითაოდ რატომ მიმართავდნენ პატიმარს სიტყვით “ქათამო” ანუ ხომ გაგხადეთ ქათამიო.
3. გამაოგნა “ქალი პოლიტიკანის” გაწიწმატებულმა კამათმა გამწარებულ მშობელთან, მთელი სერიოზულობით იცავდა “რეზინის ხელთათმიან” “ვაჟკაცს”, რომელსაც ფეკალიის სუნი ვფიქრობ ამ “ქალპოლიტიკანზე”, მეტად, ან ოდნავ ნაკლებად აწუხებდა (ნუ ვიდეო კადრებში ასე ჩანს) .
ჰოდა, აბა რა ვიცი, რა გითხრათ, რით გაგახაროთ?? რა უფრო მძიმეა არ ვიცი, (10 კაცი რომ იჭერს ბორკილებით) გაკავებულ კაცს უკანალში რომ თითს ატაკებენ ეს უფრო შეურაცხმყოფელია თუ ის პოლიტიკანი ქალი, რომელსაც ხელთათმანზე შერჩენილი ფეკალიის სუნი არ აწუხებს და ტვ ეთერში ამ უკანალში შეყოფილი თითის “გაპრავებას” ცდილობს (მომიტევეთ ნატურალიზმისთვის)……
ჰოდა, ე მანდ ფრთხილად “პაივცემულებო” ამ ტიპის “პოლიტიკანკები” მაგ ამბავს “მიჩვეულნი” არიან და თუ საზოგადოებასაც არ აწუხებს სუნი-მაშინ რა უნდა ვთქვა?! ესე იგი-ყარს ჩვენი სახელმწიფო, ყარს ის საზოგადოება, რომელსაც “თითზე” შერჩენილი ფეკალიის სუნი არ აწუხებს.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…