ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის მცდელობაზე

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს „ქართული ოცნების“ მცდელობას, აკრძალოს ოპოზიციური პარტიები და მოითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას.

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის მცდელობაზე
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის მცდელობაზენეტგაზეთი

445 ხმით, 37-ის წინააღმდეგ, ევროპარლამენტმა მიიღო მორიგი კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ. ამჯერად რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებაა.

რეზოლუცია მკაცრად გმობს საქართველოს ოპოზიციური პარტიების უკანონოდ გამოცხადების მცდელობას და მათ წინააღმდეგ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ უკან გამოტანას მოითხოვს.

ევროპარლამენტის ახალი რეზოლუციის პროექტი კვლავ მოითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირებისთვის, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის მიმართ სანქციების დაწესებას.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2026 წლის 23 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლეების დანიშვნამ სერიოზული ეჭვები გააჩინა საკონსტიტუციო დავის პროცესში მათი დამოუკიდებლობის შესახებ.

რეზოლუციის პროექტში ასევე საუბარია იმაზეც, რომ კონრად ადენაუერისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდები იძულებულნი გახდნენ, დაეხურათ თბილისის ოფისები მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე მათი პროექტის დაფინანსების განაცხადები უარყო.

გარდა ამისა, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში კვლავაა ნახსენები საქართველოში იმ ჟურნალისტების დევნა, რომლებიც აშუქებდნენ ხელისუფლების მიერ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს.

რეზოლუციის მიღებას წინ უძღოდა დებატები საქართველოს შესახებ. საქართველოს საკითხი, ისევე როგორც ადამიანის უფლებების მდგომარეობა ირანსა და აზერბაიჯანში, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დარღვევის შემთხვევებთან დაკავშირებული დებატების ფარგლებში განიხილეს. დებატების და რეზოლუციის ინიციატორი „ქართული ოცნების“ ყოფილი მოკავშირე, სოციალისტებისა და დემოკრატების (S&D) პოლიტიკური ჯგუფია.

ამ თემაზე:

რა წერია ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის პროექტში, რომელიც ამჯერად ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეა

ევროპარლამენტში „ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის განზრახვაზე იმსჯელეს

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 5
  1. ფორმულაოპოზიციურიევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
  2. პირველი არხისამთავრობოევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო
  3. TV პირველიოპოზიციურიევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  4. იმედინიუსისამთავრობოევროპარლამენტმა მორიგი ანტიქართული რეზოლუცია მიიღო
  5. ალიაოპოზიციურიივანიშვილი, კალაძე, კობახიძე, პაპუაშვილი – ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია 445 ხმით დაამტკიცა
  6. ტაბულაოპოზიციურიევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
  7. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
„პირველებმა“ EPP-ის რეზოლუციის პროექტი მოიპოვა - ევროპარლამენტში ივანიშვილისა და „ოცნების“ ლიდერების სანქცირებას ითხოვენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები