ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროპარლამენტმა მორიგი ანტიქართული რეზოლუცია მიიღო

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მორიგი რეზოლუცია დაამტკიცა, რომლითაც ოპოზიციონერებისა და მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს, ასევე სანქციების დაწესებას აზრზე მოიხსენიებს ქართველი მაღლამდგომი პოლიტიკოსებისთვის.

ევროპარლამენტმა მორიგი ანტიქართული რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა მორიგი ანტიქართული რეზოლუცია მიიღოიმედინიუსი

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მორიგი ანტიქართული რეზოლუცია დაამტკიცა.

რეზოლუციას ხმა 445-მა ევროპარლამენტარმა მისცა, 37 დეპუტატი წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 97-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ევროდეპუტატები ოპოზიციონერების - ელენე ხოშტარიას, ნიკა მელიასა და გიორგი ბარამიძის, აგრეთვე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ჟურნალისტ მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას“ ითხოვენ. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციონერები ციხეში „მშვიდობიანი პროტესტის“ გამო არიან.

გარდა ამისა, ევროპარლამენტარები ევროკავშირს მოუწოდებენ, დაუწესოს სანქციები და სავიზო შეზღუდვები პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და ქალაქ თბილისი მერს კახა კალაძეს.

დოკუმენტი აგრეთვე გმობს პარტია „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას რამდენიმე რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის შესახებ.

ევროპარლამენტარების მტკიცებით, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების გამო თბილისში დაიხურა კონრად ადენაუერისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 6
  1. ფორმულაოპოზიციურიევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
  2. პირველი არხისამთავრობოევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო
  3. TV პირველიოპოზიციურიევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  4. ალიაოპოზიციურიივანიშვილი, კალაძე, კობახიძე, პაპუაშვილი – ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია 445 ხმით დაამტკიცა
  5. ტაბულაოპოზიციურიევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
  6. ნეტგაზეთიოპოზიციურიევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის მცდელობაზე
  7. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია 445 ხმით მიიღო და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები