ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

საიას განცხადება ადვოკატის საქმიანობაში ხელის შეშლაზე საფუძველს მოკლებულია – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბრალდება ადვოკატის საქმიანობაში ხელის შეშლაზე საფუძველს მოკლებულია. უწყების განმარტებით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ადვოკატის მიერ პატიმართან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების დაწესებულებიდან გამოტანის უფლებას.

საიას განცხადება ადვოკატის საქმიანობაში ხელის შეშლაზე საფუძველს მოკლებულია – პენიტენციური
საიას განცხადება ადვოკატის საქმიანობაში ხელის შეშლაზე საფუძველს მოკლებულია – პენიტენციურიტაბულა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, "თითქოს პენიტენციურ დაწესებულებაში ორგანიზაციის ადვოკატს საქმიანობაში ხელი შეეშალა" საფუძველს მოკლებულია.

საია: ადვოკატს არ მისცეს დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება

უწყების განცხადებით, " საკანონმდებლო აქტის არცერთი ნორმა არ განსაზღვრავს ადვოკატის უფლებას, ბრალდებულთან/ მსჯავრდებულთან შეხვედრის შემდგომ დაწესებულებიდან გამოიტანოს სხვადასხვა სახის ჩანაწერი". როგორც პენიტენციური წერს, ადვოკატს და მსჯავრდებულებს უფლება აქვს, დაწესებულების მეშვეობით გააგზავნონ კორესპონდენცია "შესაბამისი წესით".

"სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ პენიტენციური კოდექსის 115-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. პენიტენციური დაწესებულების მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე მიღებული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე, ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას, უზრუნველყოფს დაწესებულება. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია მოწმდება. შემოწმება მოიცავს კორესპონდენციის ვიზუალურ დათვალიერებას მისი შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო, უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე უფლებამოსილია, გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა.

პენიტენციური კოდექსის 95-ე მუხლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეუზღუდავად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე შეხვდეს თავის ადვოკატს, რომელიც ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ საადვოკატო საქმიანობას. საკანონმდებლო აქტის არცერთი ნორმა არ განსაზღვრავს ადვოკატის უფლებას, ბრალდებულთან/ მსჯავრდებულთან შეხვედრის შემდგომ დაწესებულებიდან გამოიტანოს სხვადასხვა სახის ჩანაწერი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის შემთხვევაში არის პენიტენციური სამსახურის მოსამსახურე უფლებამოსილი გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური, როგორც ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ასევე, თითოეულ ადვოკატს აძლევს შესაძლებლობას, დაწესებულების მეშვეობით მოხდეს კორესპონდენციის გაგზავნა, შესაბამისი წესით. ყველა ამ ნორმის შესახებ ინფორმორებულია ყველა მოქმედი ადვოკატი. შესაბამისად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებული განცხადება საქმიანობაში ხელისშეშლასთან საფუძველს მოკლებულია". - ნათქვამია პენიტენციურის განცხადებაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ [საია] 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ ორგანიზაციის ადვოკატი პატიმარ გიორგი დავითაძესთან პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დაწესებულების თანამშრომლებმა ადვოკატს შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის საშუალება არ მისცეს.

ორგანიზაციის განცხადებით, ადვოკატს ტერიტორიის დატოვების საშუალება მას შემდეგ მისცეს, რაც გაკეთებული ჩანაწერები დახია.

საია შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ, ხოლო პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თითქოს პენიტენციურ დაწესებულებაში ორგანიზაციის ადვოკატს საქმიანობაში ხელი შეეშალა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„საკანონმდებლო აქტის არცერთი ნორმა არ განსაზღვრავს ადვოკატის უფლებას, ბრალდებულთან/ მსჯავრდებულთან შეხვედრის შემდგომ დაწესებულებიდან გამოიტანოს სხვადასხვა სახის ჩანაწერი“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.