ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

3 ოქტომბერს თბილისში, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ორგანიზებითა და თიბისის გენერალური მხარდაჭერით, საერთაშორისო AI კონფერენცია „Crossroad AI“ გაიმართება. კონფერენცია აერთიანებს ქართველ და უცხოელ AI პროფესიონალებს, ინჟინრებს, მკვლევრებს და ტექნოლოგიურ ლიდერებს წამყვანი კომპანიებიდან, როგორიცაა Anthropic/Claude, Google/Gemini, YouTube, Hugging Face, ElevenLabs და Make. ღონისძიების მთავარი თემაა ხელოვნური ინტელექტის გავლენა ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე, დეველოპმენტსა და კორპორატიულ ფუნქციებზე.

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართებაალია

3 ოქტომბერს საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია, თიბისის გენერალური მხარდაჭერით, საერთაშორისო AI კონფერენციას „Crossroad AI“ ჩაატარებს, რომელიც ქართველ და უცხოელ AI პროფესიონალებს, ინჟინრებს, მკვლევრებს და ტექნოლოგიურ ლიდერებს გააერთიანებს.

თიბისი ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების მიმართულებით AI ეკოსისტემის განვითარების მოწინავე ბრენდია საქართველოში და AI განათლების მთავარი მხარდამჭერი. თიბისი აქტიურად უწყობს ხელს ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის სფეროს განვითარებას, AI ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინიციატივების განხორციელებასა და ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას. სწორედ ამ ხედვის ნაწილია Crossroad AI-ს მხარდაჭერაც, კონფერენცია რომელიც ქმნის სივრცეს, სადაც საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივი AI შესაძლებლობები ერთმანეთს ხვდება და ახალი თანამშრომლობებისთვის საფუძველი იქმნება.

წლევანდელი Crossroad AI-ის მთავარი თემაა, როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას, მათ შორის დეველოპმენტს, პროდუქტების შექმნას და ზოგადად, კომპანიებში კორპორატიულ ფუნქციებს.

კონფერენციაში 20-მდე საერთაშორისო და ქართველი სპიკერი წამყვანი AI კომპანიებიდან მიიღებს მონაწილეობას. სპიკერები გააზიარებენ რეალურ გამოცდილებას — რა მუშაობს დღეს და როგორ იცვლება AI-ის განვითარებასთან ერთად ინჟინრების, პროდუქტის გუნდებისა და მენეჯერების ყოველდღიური საქმიანობა.

მოწვეული სპიკერები იქნებიან წამყვანი საერთაშორისო კომპანიებიდან, როგორიცაა: Anthropic/Claude, Google/Gemini, YouTube, Hugging Face, ElevenLabs, Make და სხვა.

სარა მალდონი – AI ტრანსფორმაციის ხელმძღვანელი, Make

იან სმერჰოვსკი – GenAI Go-to-Market Lead, Google/Gemini

არნას მატიუკასი – AI ინჟინერი, Google

კინგა აშბოთი – უფროსი პროდუქტის მენეჯერი, YouTube

ევჟენ ვიბიტული – AI Fellow, Anthropic/Claude

ირაკლი სალია – AI Engineer, Hugging Face

ნათია კუხილავა – CTO, Helio AI

შოთა ელყანიშვილი – უფროსი ML ინჟინერი, ex Google, Microsoft, Pinterest

ანი ჯანელიძე – DataOps-ის ხელმძღვანელი, ElevenLabs

ბექა ზაქაიძე – დამფუძნებელი, SeekerClaw

ლევან ცინაძე – AI მკვლევარი, Maxin AI და სხვები.

კონფერენციას ორი Builders და Applied მიმართულება ექნება. Builders მიმართულებაზე განხილული იქნება AI-ზე დაფუძნებული დეველოპმენტი, AI აგენტები, ღია მოდელები, ხმოვანი AI, AI-enabled SDLC პროცესები და რეალურ პროდუქტებში AI-ის დანერგვა. Applied მიმართულებაზე კი სპიკერები ისაუბრებენ AI-ის გამოყენებაზე პროდუქტის მართვაში, ბიზნესპროცესებში და AI ტრანსფორმაციის მართვაზე ორგანიზაციებში. კონფერენციის ფარგლებში მენეჯერებისა და დეველოპერებისთვის ჩატარდება პრაქტიკული ვორქშოფებიც.

ბილეთების შესაძენად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.ახალი თიბისის ბარათით, ახალი თიბისის კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით ბილეთის შეძენისას მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოში შეიქმნას გარემო, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ AI-ის მიმართულებით თანამედროვე ცოდნა, განივითარონ შესაბამისი უნარები და ჩაერთონ ტექნოლოგიური მომავლის შექმნაში.

(R)

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.