ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

“დღეს ბათუმი რკინა-ბეტონისა და რუსების ქალაქად არის ქცეული” – სალომე სიმონია

სამოქალაქო აქტივისტმა სალომე სიმონიამ ბათუმში ხუთი წლის წინ მომხდარი კორპუსის ჩამონგრევის ტრაგედია გაიხსენა, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. მისი თქმით, ხელისუფლების დაპირებების მიუხედავად, რეგულაციები არ გამკაცრებულა და დღეს ქალაქში სამშენებლო პოლიტიკა არასწორად მიმდინარეობს.

“დღეს ბათუმი რკინა-ბეტონისა და რუსების ქალაქად არის ქცეული” – სალომე სიმონია
“დღეს ბათუმი რკინა-ბეტონისა და რუსების ქალაქად არის ქცეული” – სალომე სიმონიაალია

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:

მამა შვილს მოეფერა და უთხრა, გარეთ დაგელოდები, შაურმა ვიყიდოთო. ეს იყო მათი ბოლო საუბარი და ჩახუტება.

ზუსტად 5 წლის წინ, ამ დღეს, ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა. რასაც 3 ბავშვი და 6 ზრდასრული ემსხვერპლა.

კორპუსის მაცხოვრებლებს მანამდე ბათუმის მერიაში განცხადებაც შეუტანიათ. დახმარებას ითხოვდნენ:

აივნებმა დაიწია, სახლი გვენგრევაო, მაგრამ როგორც თავად ჰყვებიან, მერიას უპასუხია- თქვენი პრობლემააო

🛑მართალია, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებდა: – “ჩვენ ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავამკაცროთ რეგულაციები. საერთოდ ნებართვის გაცემის პროცედურები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს და ასეთი შეცდომა მეორედ აღარ უნდა განმეორდესო.”

❗️მაგრამ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, ყველაფერი სულ პირიქით მოხდა.

მალევე ხელისუფლებამ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყო. კოდექსში ცვლილებები დაჩქარებული წესით შეიტანეს.

მშენებლობები ნებადართული გახადეს – შენობის სიმტკიცის, მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოებისა და ევაკუაციის ნორმების დაცვის გარეშე.

ტრაგედიაც არ აღმოჩნდა საკმარისი, გასამდიდრებლად მოსული პარტიის წევრებისთვის, რომ მოქალაქეების სიცოცხლე ამის შემდეგ მაინც უფრო დაცული ყოფილიყო.

❗️დღეს ბათუმი რკინა-ბეტონისა და რუსების ქალაქად არის ქცეული.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავამკაცროთ რეგულაციები. საერთოდ ნებართვის გაცემის პროცედურები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს და ასეთი შეცდომა მეორედ აღარ უნდა განმეორდესო.“
ირაკლი ღარიბაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.