ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ბათუმში მომხდარი ტრაგედიიდან 5 წელი გავიდა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევიდან 5 წელი გავიდა. ტრაგედიას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო მიზეზად პირველ სართულზე მზიდი კედლების მოშლა დასახელდა.

ბათუმში მომხდარი ტრაგედიიდან 5 წელი გავიდა
ბათუმში მომხდარი ტრაგედიიდან 5 წელი გავიდაალია

ბათუმში მომხდარი ტრაგედიიდან 5 წელი გავიდა. 2021 წლის 8 ოქტომბერს, დილით, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, რასაც 9 ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრი იყო.

ცხედრებს მაშველები ნანგრევებში რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. სახლის ჩამონგრევის მიზეზად სარდაფის გაფართოების მიზნით პირველ სართულზე მზიდი კედლების მოშლა დასახელდა.

საქმეზე ბრალდებულ სამ პირს სასამართლომ სამი და ოთხ წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.