ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ადვოკატის თქმით, საბა სხვიტარიძეს ამობეჭდილი განცხადების საკანში შეტანის უფლება არ მისცეს

ადვოკატ ნათია ჩაჩანიძის განცხადებით, პატიმარ საბა სხვიტარიძეს საკანში ამობეჭდილი განცხადების შეტანის უფლება არ მისცეს, მიზეზად კი ახალი რეგულაცია დაასახელეს. ამასთან, საიას ინფორმაციით, კიდევ ერთ ადვოკატს, ჯუმბერ ქათამაძეს, პატიმარ გიორგი დავითაძესთან შეხვედრის შემდეგ ჩანაწერების გატანა აუკრძალეს და მათი დახევა აიძულეს.

ადვოკატის თქმით, საბა სხვიტარიძეს ამობეჭდილი განცხადების საკანში შეტანის უფლება არ მისცეს
ადვოკატის თქმით, საბა სხვიტარიძეს ამობეჭდილი განცხადების საკანში შეტანის უფლება არ მისცესTV პირველი

ზეწოლა ადვოკატებზე და საქმიანობაში ხელის შეშლის რეალური მოტივი - კიდევ ერთი პატიმრის, საბა სხვიტარიძის ადვოკატი, ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, მის მიერ შეტანილი ამობეჭდილი განცხადების საკანში შეტანის უფლება არ მისცეს.

ნათია ჩაჩანიძის თქმით, მიზეზად ახალი რეგულაცია დაასახელეს, რომლის თანახმადაც, მათი თქმით, აღნიშნული განხორციელება დაუშვებელია.

მე თვითონაც შევედი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ საბა სხვიტარიძესთან, მე შევიტანე ამობეჭდილი ვერსია განცხადების, რომელიც გადავეცი საბას და მასაც უარი განუცხადეს მის შეტანაზე საკანში. ასახელებდნენ ამის მიზეზად იმას, რომ არსებობს ახალი რეგულაცია, რომლის თანახმადაც დაუშვებელია აღნიშნულის განხორციელება. საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო ნორმებით, გარანტირებულია ადვოკატის უფლება, მას აქვს უფლება გამოიტანოს ჩანაწერი, შეიტანოს, შეინახოს, საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაცვის უფლების განსახორციელებლად. აღნიშნული წარმოადგენს ადვოკატის უფლებაში უხეშ ჩარევას, - ამბობს ნათია ჩაჩანიძე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პენიტენციურ დაწესებულებაში ორგანიზაციის ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლის შესახებ აცხადებს. საიას ინფორმაციით, პატიმარ გიორგი დავითაძესთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატ ჯუმბერ ქათამაძეს შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება არ მისცეს, რამდენიმე საათის განმავლობაში დააყოვნეს და დაწესებულების დატოვება მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც საკუთარი ჩანაწერები დახია.

ორგანიზაცია მომხდარზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პატიმარ დავითაძესთან შეხვედრის შემდეგ საის ადვოკატს ციხიდან არ უშვებდნენ, ვიდრე ჩანაწერები, რომელიც გააკეთა, თავადვე არ დახიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები