ბათუმში პირი მძევლად აიყვანეს და ოჯახს გამოსასყიდს სთხოვდნენ – რა გადაწყვიტა სასამართლომ
ბათუმის საქალაქო სასამართლომ პირის მძევლად აყვანისა და ოჯახისთვის 2 500 000 თურქული ლირის გამოძალვის ფაქტზე ორ პირს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ მძევლად ხელში ჩაგდების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და გამოძალვის ფაქტებზე ორი პირი დამნაშავედ ცნო.
პროკურატურა წერს, რომ 2026 წლის 4 თებერვალს, ბათუმში, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, დიდი ოდენობით ფინანსური სარგებელს მიღების მიზნით, დაზარალებულს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
„ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში უკავშირდებოდნენ მძევლის ოჯახის წევრებს და გათავისუფლების სანაცვლოდ 2 500 000 თურქული ლირის გადაცემას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძევლის სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, დაზარალებულს და მისი ოჯახის წევრებს დიდი ოდენობით თანხა, ოქროს ნაკეთობები და სხვა პირადი ნივთები გამოსძალეს“ – წერს უწყება.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, „ვ“ , „ი“ , მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ პირი, შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ჩადენილი შვიდ დღეზე მეტი ხნით, ანგარებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის და ქონებრივი უფლების გადაცემის და ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინათ.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ მძევლად ხელში ჩაგდების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და გამოძალვის ფაქტებზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ მძევლად ხელში ჩაგდების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და გამოძალვის ფაქტებზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…