ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთის მიერ პრილუკის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ პრილუკიზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა, მათ შორის 5 ბავშვია, ხოლო 54 ადამიანი დაშავდა.

რუსეთის მიერ პრილუკის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა
რუსეთის მიერ პრილუკის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდატაბულა

7 ოქტომბრის დილით რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ პრილუკიზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა - მათ შორის 5 ბავშვია. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ადასტურებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებული ადამიანების რაოდენობა 54-ია, რომელთა შორის 7 ბავშვია. ნანგრევებში ადამიანების ძებნისა და სამაშველო სამუშაოები გრძელდება

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს დილით რუსეთმა ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკიზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა.

მაშველებმა ნანგრევებიდან 15 ადამიანის, მათ შორის ერთი ბავშვის, გადარჩენა შეძლეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ფსიქოლოგებმა დახმარება 36 ადამიანს გაუწიეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსულმა ძალებმა კრემენჩუკსა და პრილუკს დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები