8 ოქტომბრის ბათუმის ტრაგედიიდან 5 წელი გავიდა
ბათუმში 2021 წლის 8 ოქტომბრის ტრაგედიიდან 5 წლისთავი აღინიშნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში პანაშვიდს დაესწრნენ.

2021 წლის 8 ოქტომბრის ბათუმის ტრაგედიიდან 5 წელი გავიდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, მეუღლესთან ერთად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში 8 ოქტომბრის ტრაგედიისას დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო.
პანაშვიდს დაღუპულთა ოჯახის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქალაქ ბათუმის მერი, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.