ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროფესიული განათლების მიღების მსურველებს საგამოცდო ბარათების ნახვა პროფესიული განათლების პორტალზე - vet.ge შეუძლიათ

პროფესიული განათლების მიღების მსურველებისთვის vet.ge-ზე საგამოცდო ბარათები ხელმისაწვდომი გახდა. 24 და 25 ოქტომბერს ტესტირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს.

პროფესიული განათლების მიღების მსურველებს საგამოცდო ბარათების ნახვა პროფესიული განათლების პორტალზე - vet.ge შეუძლიათ
პროფესიული განათლების მიღების მსურველებს საგამოცდო ბარათების ნახვა პროფესიული განათლების პორტალზე - vet.ge შეუძლიათრუსთავი 2

2026 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, უმაღლეს პროფესიულ და ზოგიერთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრირებული აპლიკანტებისთვის საგამოცდო ბარათები პროფესიული განათლების პორტალზე vet.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია.

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათის ნახვა პორტალზე ავტორიზაციის შემდეგ შეუძლიათ. ბარათზე მითითებულია ტესტირების თარიღი, გამოცდის დაწყების დრო და საგამოცდო ცენტრის მისამართი.

აპლიკანტთა შერჩევა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების შედეგების საფუძველზე განხორციელდება. ტესტირება 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება. 24 ოქტომბერს აპლიკანტები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში - ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში, ხოლო 25 ოქტომბერს წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში გაივლიან ტესტირებას.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აპლიკანტებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას, წინასწარ გადაამოწმონ საგამოცდო ცენტრის მისამართი და გაითვალისწინონ გამოცდაზე გამოცხადების დრო.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 26 109 აპლიკანტი დარეგისტრირდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები