პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირმა სოხაძე სააკაშვილზე: ექსპრეზიდენტი კვლავაც არ ცნობს მისი რეჟიმის სისასტიკის კრიტიკოსებს და მათ "გაშავებას" ასეთი სულმდაბალი ფორმით ცდილობს. ვერანაირი გაკვეთილი ვერ ისწავლეს და კიდევ აქეთ გვამუნათებენ, როგორ გავბედეთ და მათი სისასტიკე გადავირჩიეთ​

მომღერალი ირმა სოხაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი მეუღლის დაკავება ვარდების რევოლუციის შემდეგ სიმართლეს არ შეესაბამება. სოხაძის თქმით, ექსპრეზიდენტი კვლავ ცდილობს კრიტიკოსების გაშავებას და რეჟიმის სისასტიკეს ვერ აცნობიერებს.

ირმა სოხაძე სააკაშვილზე: ექსპრეზიდენტი კვლავაც არ ცნობს მისი რეჟიმის სისასტიკის კრიტიკოსებს და მათ "გაშავებას" ასეთი სულმდაბალი ფორმით ცდილობს. ვერანაირი გაკვეთილი ვერ ისწავლეს და კიდევ აქეთ გვამუნათებენ, როგორ გავბედეთ და მათი სისასტიკე გადავირჩიეთ​
რუსთავი 2

მომღერალი ირმა სოხაძე, როგორც თვითონ ამბობს, სოციალურ ქსელში მხოლოდ საზოგადოებისთვის აქვეყნებს პოსტს და არა სააკაშვილის პასუხად. ის აცხადებს, რომ სააკაშვილის ტექსტში მოტანილი ინფორმაცია მისი მეუღლის დაკავებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

სოხაძის განმარტებით, "ის, რომ ექსპრეზიდენტი კვლავაც არ ცნობს მისი რეჟიმის სისასტიკის კრიტიკოსებს და მათ "გაშავებას" ასეთი სულმდაბალი ფორმით ცდილობს, თავისთავად მრავლისმეტყველი ამბავია!“

მისივე თქმით, ვერანაირი გაკვეთილი ვერ ისწავლეს და ვერც დასკვნები გამოიტანეს.

"ამ ტექსტს ვაქვეყნებ მხოლოდ თქვენთვის, საზოგადოებისთვის. და არა სააკაშვილის პასუხად. საჯაროობა მკაფიოობას ითხოვს და უბრალოდ მინდა ვითარება განიმარტოს. მის ტექსტში მოტანილი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - ვარდების რევოლუციის შემდეგ არც ჩემი მეუღლე დაუკავებიათ და არც სააკაშვილის ხელისუფლებისადმი ჩემი ურყევად უარყოფითი მიმართებაა განპირობებული პირადი ან ოჯახური გამოცდილებით. და ის, რომ ექსპრეზიდენტი კვლავაც არ ცნობს მისი რეჟიმის სისასტიკის კრიტიკოსებს და მათ "გაშავებას" ასეთი სულმდაბალი ფორმით ცდილობს, თავისთავად მრავლისმეტყველი ამბავია! ვერანაირი გაკვეთილი ვერ ისწავლეს, ვერც დასკვნები გამოიტანეს. კვლავ ირწმუნებიან, რომ მათ მოწინააღმდეგეებს ყოველთვის "პირადი ინტერესი" ამოძრავებთ! და კიდევ აქეთ გვამუნათებენ, როგორ გავბედეთ და მათი სისასტიკე გადავირჩიეთ!

რთულ დროში ვცხოვრობთ და ახლა სხვა რეალობასთან გვიწევს ბრძოლა. მე ამ ახალი რეალობის მიუღებლობამ პირადი თუ კარიერული ინტერესების დათმობისკენაც მიბიძგა - ექსპრეზიდენტი ამას ვერ გაიგებს, მაგრამ ბევრი ჩვენგანისთვის ღირებულებები უმნიშვნელოვანესია.

მჯერა, ისტორია ყველაფერს სწორ სახელს დაარქმევს.

მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის - ამით ეს თემა ჩემი მხრიდან დახურულია.“- წერს ირმა სოხაძე.

შეგახსენებთ, სააკაშვილმა დაწერა, "სოხაძის მეუღლე 90-იან წლებში გახდა სულხან მოლაშვილის მოადგილე, ვარდების რევოლუციის შემდეგ მოლაშვილი დაიჭირეს და სოხაძის ქმარიც თან მიაყოლეს" და სწორედ ამიტომ იყო სოხაძისთვის სააკაშვილის მმართველობა აუტანელი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოსააკაშვილი: ირმა სოხაძე ამტკიცებს, წინა რეჟიმი აუტანელი იყოო. ამოვიდა ყელში ამ თავდასხმის ატანა. სოხაძის მეუღლე გახდა სულხან მოლაშვილის მოადგილე, ვარდების რევოლუციის შემდეგ მოლაშვილი დაიჭირეს, სოხაძის ქმარიც მიაყოლეს, ამიტომ ვიყავით მისთვის აუტანელი
  2. იმედინიუსისამთავრობოსააკაშვილი: ირმა სოხაძე ამტკიცებს, წინა რეჟიმი აუტანელი იყოო. ამოვიდა ყელში ამ ტიპის თავდასხმის ატანა. სოხაძის მეუღლე გახდა სულხან მოლაშვილის მოადგილე, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოლაშვილი დაიჭირეს და სოხაძის ქმარიც თან მიაყოლეს, ამიტომ ვიყავით მისთვის აუტანელი
  3. პირველი არხისამთავრობომიხეილ სააკაშვილი – ირმა სოხაძისთვის აუტანელი ვიყავით, რადგან „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ კონტროლის პალატის კორუმპირებული თავმჯდომარე, მოლაშვილი დაიჭირეს და მისი მოლარე, სოხაძის ქმარიც მიაყოლეს
  4. ალიაოპოზიციური“უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი” – სააკაშვილი
  5. იმედინიუსისამთავრობოირმა სოხაძე სააკაშვილზე: ექსპრეზიდენტი კვლავაც არ ცნობს მისი რეჟიმის სისასტიკის კრიტიკოსებს და მათ „გაშავებას" ასეთი სულმდაბალი ფორმით ცდილობს. ვერანაირი გაკვეთილი ვერ ისწავლეს და კიდევ აქეთ გვამუნათებენ, როგორ გავბედეთ და მათი სისასტიკე გადავირჩიეთ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ცოტნე ანანიძე სააკაშვილის განცხადებაზე: წამებით მოკლულ სულხან მოლაშვილს კიდევ რომ ახსენებ - შუბლის ძარღვი კი არა, შუბლიც აღარ გაქვს! ირმა სოხაძე უნდა დაფიქრდეს სად და რატომ დგასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები