ცოტნე ანანიძე სააკაშვილის განცხადებაზე: წამებით მოკლულ სულხან მოლაშვილს კიდევ რომ ახსენებ - შუბლის ძარღვი კი არა, შუბლიც აღარ გაქვს! ირმა სოხაძე უნდა დაფიქრდეს სად და რატომ დგას
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მომღერალი ირმა სოხაძე გააკრიტიკა. ანანიძემ სააკაშვილის მხრიდან სულხან მოლაშვილის ხსენება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სოხაძემ უნდა დაფიქრდეს, სად და რატომ დგას.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც მომღერალი ირმა სოხაძე გააკრიტიკა და დაწერა: "ირმა სოხაძე ამტკიცებს, წინა რეჟიმი აუტანელი იყოო. ამოვიდა ყელში ამ ტიპის თავდასხმის ატანა. სოხაძის მეუღლე გახდა სულხან მოლაშვილის მოადგილე, ვარდების რევოლუციის შემდეგ მოლაშვილი დაიჭირეს და სოხაძის ქმარიც თან მიაყოლეს, ამიტომ ვიყავით მისთვის აუტანელი."
ანანიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მხრიდან წამებით მოკლული სულხან მოლაშვილის ხსენება უნამუსობაა, ხოლო, სოხაძე უნდა დაფიქრდეს სად და რატომ დგას.
"სტრასბურგის მიერ დადასტურებულ, წამებით მოკლულ სულხან მოლაშვილს კიდევ რომ ახსენებ - შუბლის ძარღვი კი არა, შუბლიც აღარ გაქვს!
პ.ს. ირმა სოხაძე უნდა დაფიქრდეს სად და რატომ დგას", - წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.
ციტატები სტატიიდან
„ირმა სოხაძე ამტკიცებს, წინა რეჟიმი აუტანელი იყოო. ამოვიდა ყელში ამ ტიპის თავდასხმის ატანა. სოხაძის მეუღლე გახდა სულხან მოლაშვილის მოადგილე, ვარდების რევოლუციის შემდეგ მოლაშვილი დაიჭირეს და სოხაძის ქმარიც თან მიაყოლეს, ამიტომ ვიყავით მისთვის აუტანელი.“
„სტრასბურგის მიერ დადასტურებულ, წამებით მოკლულ სულხან მოლაშვილს კიდევ რომ ახსენებ - შუბლის ძარღვი კი არა, შუბლიც აღარ გაქვს! პ.ს. ირმა სოხაძე უნდა დაფიქრდეს სად და რატომ დგას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.