დავით მათიკაშვილი – „ევროპის სახალხო პარტია“ ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მაშველი რგოლი გადმოაგდონ, ამიტომ მთავარი ის კი არ არის, რას ითხოვს ის ევროპიდან, არამედ რას ითხოვს ქართველი ხალხი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ საქართველოს შესახებ წარდგენილ რეზოლუციასა და სანქციების მოწოდებებზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მაშველი რგოლის გადმოგდებას ცდილობს.

„ევროპის სახალხო პარტია“ სააკაშვილის და მისი სადისტური რეჟიმის მეგობრებით არის დაკომპლექტებული და ისინი საქართველოს თაობაზე ევროკავშირისგან სხვას რას მოითხოვენ?, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მათთვის სიმართლე არ არის სიმართლე.
„ყოველთვის მოცემულობას იქ ეძებენ, სადაც ეს არ არსებობს. სააკაშვილის და აგენტურის დღის წესრიგიდან გამომდინარე ცდილობენ,
„ნაციონალური მოძრაობისთვის“ მაშველი რგოლი გადმოაგდონ. ეს დღევანდელი და გუშინდელი ამბავი არ არის. ამიტომ, მთავარი ის კი არ არის, რას ითხოვს „სახალხო პარტია“ ევროპიდან, არამედ რას ითხოვს ქართველი ხალხი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტიამ“ რეზოლუცია „საქართველოში ავტორიტარიზმის გაძლიერება“ წარადგინა. როგორც ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაშია აღნიშნული, „მოუწოდებენ ევროკავშირს, გააძლიეროს მიზნობრივი სანქციები და სხვა შემზღუდველი ზომები იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოში პოლიტიკურ რეპრესიებზე“.
ციტატები სტატიიდან
„ყოველთვის მოცემულობას იქ ეძებენ, სადაც ეს არ არსებობს. სააკაშვილის და აგენტურის დღის წესრიგიდან გამომდინარე ცდილობენ, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მაშველი რგოლი გადმოაგდონ. ეს დღევანდელი და გუშინდელი ამბავი არ არის. ამიტომ, მთავარი ის კი არ არის, რას ითხოვს „სახალხო პარტია“ ევროპიდან, არამედ რას ითხოვს ქართველი ხალხი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.