ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი ბურჭულაძის პოსტზე: ეს არის სავარაუდოდ წინასწარ იმის „გაპრავება“, რომ პაატა ბურჭულაძე სავარაუდოდ აპირებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე დათანხმებას

ქართული ოცნებასაქართველოს პროკურატურა

ლევან მაჭავარიანმა პაატა ბურჭულაძის მიერ საპროცესო შეთანხმებაზე გაკეთებული განცხადება შეაფასა როგორც წინასწარი თავდაცვა თანამებრძოლების მხრიდან მოსალოდნელი წნეხისა და ბულინგისგან. მაჭავარიანის თქმით, ბურჭულაძე სავარაუდოდ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს.

ლევან მაჭავარიანი ბურჭულაძის პოსტზე: ეს არის სავარაუდოდ წინასწარ იმის „გაპრავება“, რომ პაატა ბურჭულაძე სავარაუდოდ აპირებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე დათანხმებას
ლევან მაჭავარიანი ბურჭულაძის პოსტზე: ეს არის სავარაუდოდ წინასწარ იმის „გაპრავება“, რომ პაატა ბურჭულაძე სავარაუდოდ აპირებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე დათანხმებასიმედინიუსი

ეს არის სავარაუდოდ წინასწარ იმის „გაპრავება“, რომ პაატა ბურჭულაძე სავარაუდოდ აპირებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე დათანხმებას, - ასე გამოეხმაურა ლევან მაჭავარიანი პაატა ბურჭულაძის პოსტს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბურჭულაძის თანამებრძოლების მხრიდან ბულინგზე საუბრობს.

„მან კარგად იცის, თუ რამხელა წნეხი და ბულინგი წამოვა მისი თანამოაზრეებიდან მასზე და ამ პოსტით ცდილობს, ეს ყველაფერი რაღაცნაირად გადაიზღვიოს. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ადამიანთა დაჯგუფებაზე, რომლებიც თითოს თანამებრძოლები, თანამოაზრეები არიან, მაგრამ ერთმანეთის მიმართაც კი უკიდურესად ფაშისტურ მეთოდებს იყენებენ, თუ თანაგუნდელი რაღაც მომენტში საღად იაზროვნებს“, - აცხადებს მაჭავარიანი.

პაატა ბურჭულაძემ დაწერა, რომ საპროცესო შეთანხმება, პატიმრობიდან გათავისუფლების საშუალებაა. მანამდე პროკურატურას განცხადებებით მიმართეს, 4 ოქტომბრის, ხელისუფლების დამხობის მცდელობის სხვა ორგანიზატორებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მან კარგად იცის, თუ რამხელა წნეხი და ბულინგი წამოვა მისი თანამოაზრეებიდან მასზე და ამ პოსტით ცდილობს, ეს ყველაფერი რაღაცნაირად გადაიზღვიოს. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ადამიანთა დაჯგუფებაზე, რომლებიც თითოს თანამებრძოლები, თანამოაზრეები არიან, მაგრამ ერთმანეთის მიმართაც კი უკიდურესად ფაშისტურ მეთოდებს იყენებენ, თუ თანაგუნდელი რაღაც მომენტში საღად იაზროვნებს“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მაჭავარიანი – საბოლოო ჯამში ბურჭულაძეც გარე პატრონების ხელში პაიკია და არანაირი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას ისედაც არავინ აძლევსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები