ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ლევან მაჭავარიანი – საბოლოო ჯამში ბურჭულაძეც გარე პატრონების ხელში პაიკია და არანაირი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას ისედაც არავინ აძლევს

ლელონაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა პაატა ბურჭულაძე და ოპოზიციური პარტიები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი გარე პატრონების პაიკები არიან და არანაირი რესურსი არ აქვთ. თავის მხრივ, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა პაატა ბურჭულაძემ სოციალურ ქსელში ოპონენტებს უკეთესი სამოქმედო გეგმის შეთავაზებისკენ მოუწოდა.

ლევან მაჭავარიანი – საბოლოო ჯამში ბურჭულაძეც გარე პატრონების ხელში პაიკია და არანაირი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას ისედაც არავინ აძლევს
ლევან მაჭავარიანი – საბოლოო ჯამში ბურჭულაძეც გარე პატრონების ხელში პაიკია და არანაირი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას ისედაც არავინ აძლევსპირველი არხი

ბატონი ბურჭულაძეც საბოლოო ჯამში გარე პატრონების ხელში პაიკია და არანაირი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას ისედაც არავინ აძლევს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ პარტიებმა ერთმანეთში რაც არ უნდა ილაპარაკონ, არაფრის რესურსი არ აქვთ – არც რევოლუციის, არც არჩევნებში გამარჯვების, ბოლომდე გამარგინალებული არიან.

„გარე პატრონებმა „ნაცებს“ დაწერილი გეგმა მისცეს და ეს უნდა განეხორციელებინა დანარჩენ აგენტურას, ხოლო დანარჩენ აგენტურას შედარებით კონსტრუქციული როლი მოარგეს, რათა მოქალაქეების თვალში გაგრძელდეს ის პროცესი, რაც დაიწყეს 2025 წლის არჩევნებზე, რომ „ლელო“ და „გახარიას“ პარტია ჩვენი საზოგადოების თვალში უფრო გამიჯნონ „ნაციონალური მოძრაობისგან“. ნებისმიერ შემთხვევაში ამ პარტიებმა ერთმანეთში რაც არ უნდა ილაპარაკონ, არაფრის რესურსი არ აქვთ – არც რევოლუციის, არც არჩევნებში გამარჯვების, ბოლომდე გამარგინალებული არიან. კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ნუ დაავიწყდება, რომ მათ წინ ელოდება სასამართლო პროცესი, რომელიც საჯარო იქნება, საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელზე მაქვს საუბარი, ვინ აიკრძალება და ვინ დარჩება, სჯობს მოვლენების განვითარებას დაელოდონ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს: „იმ ოპო-პოლიტიკოსებს კი, რომლებიც დღესაც აკრიტიკებენ 4 ოქტომბერს, ვუსურვებ, რომ დაუსრულებელი ლაპარაკის და აზრების გამოთქმის გარდა უკეთესი სამოქმედო გეგმა შემოგვთავაზონ და ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მათ გავყვებით. მაგრამ ერთი რამ არ დაივიწყონ, რომ დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან“.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გარე პატრონებმა „ნაცებს“ დაწერილი გეგმა მისცეს და ეს უნდა განეხორციელებინა დანარჩენ აგენტურას, ხოლო დანარჩენ აგენტურას შედარებით კონსტრუქციული როლი მოარგეს, რათა მოქალაქეების თვალში გაგრძელდეს ის პროცესი, რაც დაიწყეს 2025 წლის არჩევნებზე, რომ „ლელო“ და „გახარიას“ პარტია ჩვენი საზოგადოების თვალში უფრო გამიჯნონ „ნაციონალური მოძრაობისგან“. ნებისმიერ შემთხვევაში ამ პარტიებმა ერთმანეთში რაც არ უნდა ილაპარაკონ, არაფრის რესურსი არ აქვთ – არც რევოლუციის, არც არჩევნებში გამარჯვების, ბოლომდე გამარგინალებული არიან. კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ნუ დაავიწყდება, რომ მათ წინ ელოდება სასამართლო პროცესი, რომელიც საჯარო იქნება, საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელზე მაქვს საუბარი, ვინ აიკრძალება და ვინ დარჩება, სჯობს მოვლენების განვითარებას დაელოდონ“
ლევან მაჭავარიანი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.