ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

კრემერი: უნდა გავისტუმროთ ქართული ოცნების საბჭოთა ფანტაზიები ისტორიის ბნელ გვერდებზე

ქართული ოცნება

ავტორი აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სურვილისა და აქციების დარბევის გამო, საუბრობს ქვეყნის ევროპულ მომავალზე და მოუწოდებს სანქციების დაწესებისკენ.

კრემერი: უნდა გავისტუმროთ ქართული ოცნების საბჭოთა ფანტაზიები ისტორიის ბნელ გვერდებზე
კრემერი: უნდა გავისტუმროთ ქართული ოცნების საბჭოთა ფანტაზიები ისტორიის ბნელ გვერდებზეტაბულა

რამდენად სასოწარკვეთილი უნდა იყოს ხელისუფლება, რომ მის გარდა ყველა პოლიტიკური პარტიის აკრძალვა სურდეს? რამდენად უნდა ეშინოდეს საკუთარი ხალხის, რომ მშვიდობიან მომიტინგეებს სცემდეს, ჟურნალისტებს აპატიმრებდეს და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიურ აგენტებს უყენებდეს?

სწორედ ამას ვხედავთ საქართველოში, სადაც ქართული ოცნების რეჟიმმა, როგორც ჩანს, საბჭოთა კავშირის უცნაურ აღდგენაში შეტოპა – საგარეო პოლიტიკაში საქართველოს ევროპული მომავლისგან ჩამოშორებით და კრემლის ორბიტაზე დაბრუნებით, ხოლო ქვეყნის შიგნით საბჭოთა ტიპის ერთპარტიული სახელმწიფოს აშენების მცდელობით.

მაგრამ ქართულ ოცნებას ერთი პრობლემა აქვს – თავად ქართველებს აღარ სურთ, კვლავ ჰომო სოვიეტიკუსად იქცნენ. მათ არ სურთ, უბრალოდ თავი დახარონ და ხმა ჩაიკმინდონ.

არა, ქართველებმა თავისუფლების გემო გაიგეს. მათ ევროპა გაიცნეს და არც ერთის დათმობას არ აპირებენ.

სწორედ ამიტომ არ უნდა დავკარგოთ იმედი საქართველოს მიმართ; სწორედ ამიტომ უნდა დავდგეთ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების, მათ შორის მზია ამაღლობელის, გვერდით. სწორედ ამიტომ უნდა დავუწესოთ სანქციები საქართველოს დე ფაქტო ლიდერს, ივანიშვილს. და სწორედ ამიტომ უნდა გავისტუმროთ ქართული ოცნების საბჭოთა ფანტაზიები იქ, სადაც მათი ადგილია – ჩვენი ისტორიის სახელმძღვანელოების ყველაზე ბნელ გვერდებზე.

რადგან საქართველოს მომავალი ევროპაშია.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.