ტობიას კრემერი – საქართველოზე ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ, უნდა დავუდგეთ გვერდში დაპატიმრებულ ჟურნალისტებს, როგორიცაა მზია ამაღლობელი, დავუწესოთ სანქციები დე ფაქტო ლიდერს, ივანიშვილს
ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი ქვეყნის საბჭოთა წარსულში დაბრუნებას ცდილობს. მან მოუწოდა ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს საქართველოს, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილს და უზრუნველყოს დაკავებული ჟურნალისტების, მათ შორის მზია ამაღლობელის გათავისუფლება.

„ქართული ოცნების“ რეჟიმი ცდილობს, ქვეყანა საბჭოთა წარსულში დააბრუნოს და ერთპარტიული სახელმწიფო შექმნას, თუმცა ქართველმა ხალხმა იგემა თავისუფლება და ევროპული მომავალი, რაზეც უარს არ იტყვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა ევროპარლამენტში დებატების დროს განაცხადა.
ტობიას კრემერმა მოუწოდა ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს საქართველოს, დაწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და გათავისუფლდნენ ჟურნალისტები, მათ შორის მზია ამაღლობელი.
„რამდენად სასოწარკვეთილი უნდა იყოს მთავრობა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალოს? რამდენად შეშინებული უნდა იყოს საკუთარი ხალხისგან, რომ სცემოს მშვიდობიანი დემონსტრანტები, დააკავოს ჟურნალისტები და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური აგენტები გამოიყენოს? სწორედ ამას ვხედავთ ჩვენ საქართველოში, სადაც „ქართული ოცნების“ რეჟიმი, როგორც ჩანს, საბჭოთა აღორძინების უცნაურ რეჟიმში შევიდა, საქართველოს აშორებს თავის ევროპულ მომავალს და კრემლის ორბიტაზე აბრუნებს, ხოლო შინ ცდილობს, ააშენოს საბჭოთა სტილის ერთპარტიული სახელმწიფო. „ქართულ ოცნებას“ ერთი პრობლემა აქვს – თავად ქართველებს არ სურთ კიდევ ერთხელ გახდნენ „ჰომო სოვეტიკუსები“. არ სურთ თავის დახრა და გაჩუმება. ქართველებმა იგემეს თავისუფლება. იგემეს ევროპა და არცერთზე არ ჩაიქნევენ ხელს. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ უნდა ჩავიქნიოთ ხელი საქართველოზე, სწორედ ამიტომ უნდა დავუდგეთ გვერდში დაპატიმრებულ ჟურნალისტებს, როგორიცაა მზია ამაღლობელი, სწორედ ამიტომ უნდა დავუწესოთ სანქციები საქართველოს დე ფაქტო ლიდერს, ივანიშვილს, სწორედ ამიტომ უნდა გავაგზავნოთ „ქართული ოცნების“ საბჭოთა ფანტაზიები იქ, სადაც მათი ადგილია – ჩვენი ისტორიის წიგნების ყველაზე ბნელ გვერდებზე, რადგან საქართველოს მომავალი ევროპაშია“, – განაცხადა ტობიას კრემერმა.
ციტატები სტატიიდან
„რამდენად სასოწარკვეთილი უნდა იყოს მთავრობა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალოს? რამდენად შეშინებული უნდა იყოს საკუთარი ხალხისგან, რომ სცემოს მშვიდობიანი დემონსტრანტები, დააკავოს ჟურნალისტები და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური აგენტები გამოიყენოს? სწორედ ამას ვხედავთ ჩვენ საქართველოში, სადაც „ქართული ოცნების“ რეჟიმი, როგორც ჩანს, საბჭოთა აღორძინების უცნაურ რეჟიმში შევიდა, საქართველოს აშორებს თავის ევროპულ მომავალს და კრემლის ორბიტაზე აბრუნებს, ხოლო შინ ცდილობს, ააშენოს საბჭოთა სტილის ერთპარტიული სახელმწიფო. „ქართულ ოცნებას“ ერთი პრობლემა აქვს – თავად ქართველებს არ სურთ კიდევ ერთხელ გახდნენ „ჰომო სოვეტიკუსები“. არ სურთ თავის დახრა და გაჩუმება. ქართველებმა იგემეს თავისუფლება. იგემეს ევროპა და არცერთზე არ ჩაიქნევენ ხელს. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ უნდა ჩავიქნიოთ ხელი საქართველოზე, სწორედ ამიტომ უნდა დავუდგეთ გვერდში დაპატიმრებულ ჟურნალისტებს, როგორიცაა მზია ამაღლობელი, სწორედ ამიტომ უნდა დავუწესოთ სანქციები საქართველოს დე ფაქტო ლიდერს, ივანიშვილს, სწორედ ამიტომ უნდა გავაგზავნოთ „ქართული ოცნების“ საბჭოთა ფანტაზიები იქ, სადაც მათი ადგილია – ჩვენი ისტორიის წიგნების ყველაზე ბნელ გვერდებზე, რადგან საქართველოს მომავალი ევროპაშია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.