ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ევროპარლამენტარი ტობიას კრემერი: უნდა დავუდგეთ გვერდით დაპატიმრებულ ჟურნალისტებს, როგორებიცაა მზია ამაღლობელი, უნდა დავუწესოთ სანქციები საქართველოს დე ფაქტო ლიდერ ივანიშვილს

ქართული ოცნება

ევროპარლამენტის წევრმა ტობიას კრემერმა განცხადება გააკეთა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, სადაც მან დაგმო „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქმედებები, მოითხოვა დაპატიმრებული ჟურნალისტების, მათ შორის მზია ამაღლობელის მხარდაჭერა და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება.

ევროპარლამენტარი ტობიას კრემერი: უნდა დავუდგეთ გვერდით დაპატიმრებულ ჟურნალისტებს, როგორებიცაა მზია ამაღლობელი, უნდა დავუწესოთ სანქციები საქართველოს დე ფაქტო ლიდერ ივანიშვილს
ევროპარლამენტარი ტობიას კრემერი: უნდა დავუდგეთ გვერდით დაპატიმრებულ ჟურნალისტებს, როგორებიცაა მზია ამაღლობელი, უნდა დავუწესოთ სანქციები საქართველოს დე ფაქტო ლიდერ ივანიშვილსიმედინიუსი

რამდენად უნდა ეშინოდეს მთავრობას საკუთარი ხალხის, რომ სცემოს მშვიდობიანი მომიტინგეები, დააპატიმროს ჟურნალისტები და გამოიყენოს ქიმიური საშუალებები საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ? - მაგრამ სწორედ ამას ვადევნებთ თვალს საქართველოში, სადაც „ქართული ოცნების“ რეჟიმი თითქოს საბჭოთა რესტავრაციის უცნაურ რეჟიმში გადავიდა, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა ტობიას კრემერმა.

„ქართულ ოცნებას“ ერთი პრობლემა აქვს: თავად ქართველებს არ სურთ კვლავ გახდნენ Homo Sovieticus-ები. მათ არ სურთ, უბრალოდ თავი დახარონ და პირი მოკეტონ. არა, ქართველებმა იგემეს თავისუფლება. მათ იგემეს ევროპა და არცერთზე არ იტყვიან უარს. სწორედ ამიტომ არ უნდა ვთქვათ უარი საქართველოზე, სწორედ ამიტომ უნდა დავუდგეთ გვერდით დაპატიმრებულ ჟურნალისტებს, როგორიცაა მზია ამაღლობელი, სწორედ ამიტომ უნდა დავუწესოთ სანქციები საქართველოს დე ფაქტო ლიდერ ივანიშვილს და სწორედ ამიტომ უნდა გავაგზავნოთ „ქართული ოცნების“ საბჭოთა ფანტაზიები ისევ იქ, სადაც მათი ადგილია - ჩვენი ისტორიის წიგნების ყველაზე ბნელ გვერდებზე“, - დასძინა მან.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.