ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზარქუა: მარტა კოსი დღეს არის, ხვალ აღარ იქნება - ევროპარლამენტი უსამართლობაზე დგას

პარლამენტის წევრმა ირაკლი ზარქუამ ევროპარლამენტისა და ევროკავშირის პოლიტიკა გააკრიტიკა. მან მარტა კოსის განცხადებები, რომ მოლდოვა და უკრაინა საქართველოზე წინ არიან, ორმაგი სტანდარტებისა და უსამართლობის გამოვლინებად შეაფასა.

ზარქუა: მარტა კოსი დღეს არის, ხვალ აღარ იქნება - ევროპარლამენტი უსამართლობაზე დგას
ზარქუა: მარტა კოსი დღეს არის, ხვალ აღარ იქნება - ევროპარლამენტი უსამართლობაზე დგასტაბულა

ვინ არის მარტა კოსი? ჩვეულებრივი ამათი სადაქალოა, რაისა კომუნისტკასი და კაია კალასის. მან თქვა, რომ საქართველოზე გაცილებით წინ მოლდოვა და უკრაინააო [...] ეს იცით რაზე მიუთითებს? რომ ორმაგი სტანდარტია, ევროპარლამენტი უსამართლობაზე დგას. მთლიანად, ეს ევრობიუროკრატები უსამართლობაზე დგანან [...]

მარტა კოსმა რაც არ უნდა თქვას, ის იქ დროებითია, დღეს არის, ხვალ აღარ იქნება. დღესაც რომ დააკვირდეთ, ევროპაში, ცენტრალური ევროპის სახელმწიფოებში ისეთი პროცესები მიდის, დედა შვილს არ აიყვანს. ეს მათი უმსგავსო პოლიტიკის შედეგია [...] ბუნებრივია, ეს უსამართლობა და ორმაგი სტანდარტი შემდეგ იმას ბადებს, რაც ევროპის შუაგულში მოხდა და ხდება.

დღეს, სამწუხაროდ, ევროკავშირი მსოფლიო პოლიტიკაში ფაქტორს არ წარმოადგენს. გადანაწილებულია: აშშ, ჩინეთი, რუსეთი. და ევროკავშირი? აი, სამარცხვინოდ...ავტორიტეტი არ დარჩა, ლიდერი არ დარჩა ევროპაში და ბუნებრივია, ეს ჩვენთვისაც ცუდია, რადგან ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ და ევროკავშირმა თავისი სიტყვა უნდა თქვას. სამწუხაროა, რომ მათ ევროპული ღირებულებები დაივიწყეს. თუმცა, მჯერა, მწამს, რომ უახლოეს პერიოდში, უახლოეს რამდენიმე წელიწადში, ევროპაში, ევროკავშირში სულ სხვა მოცემულობა გვექნება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოუკრაინაში რა ხდება? მოსახლეობა ამოწყვიტეს, ტერიტორიები დაკარგული აქვს, ეკონომიკა არ არსებობს, დახმარებებზე არსებობს ქვეყანა, გაცამტვერებულია ყველაფერი და ამას ადარებს მარტა კოსი საქართველოს - ეს სიგიჟეა - ირაკლი ზარქუა
  2. რუსთავი 2სამთავრობოუსამართლობაზე დგას ევროპარლამენტი - მარტა კოსი რაისა კომუნისტკასა და კალასის სადაქალოა - ირაკლი ზარქუა
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რა არ გამოგვატარეს ამ წლების განმავლობაში, მაგრამ არ გავტყდით - ერი, ბერი გავერთიანდით, რომ ეროვნული ინტერესები დაგვეცვა და გავიმარჯვეთ - ირაკლი ზარქუაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები