ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

უსამართლობაზე დგას ევროპარლამენტი - მარტა კოსი რაისა კომუნისტკასა და კალასის სადაქალოა - ირაკლი ზარქუა

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ, მარტა კოსის განცხადება ორმაგ სტანდარტად შეაფასა და აღნიშნა, რომ ევრობიუროკრატები საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებასა და ფრონტის გახსნას ითხოვდნენ, რასაც ქვეყნის ხელისუფლებამ მშვიდობის შესანარჩუნებლად უარი უთხრა.

უსამართლობაზე დგას ევროპარლამენტი - მარტა კოსი რაისა კომუნისტკასა და კალასის სადაქალოა - ირაკლი ზარქუა
უსამართლობაზე დგას ევროპარლამენტი - მარტა კოსი რაისა კომუნისტკასა და კალასის სადაქალოა - ირაკლი ზარქუარუსთავი 2

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა, "ღამის კურიერის" ეთერში, მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპებით მიიწევს წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

ირაკლი ზარქუამ მარტა კორსის განცხადება ორმაგ სტანდარტად შეაფასა და ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკურ უპირატესობაზე.

ამასთან, ზარქუას შეფასებით, ევრობიუროკრატები საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებასა და ფრონტის ხაზის გახსნას ითხოვდნენ, მაშინ როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები თავად აგრძელებენ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს.

ირაკლი ზარქუას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ამ ზეწოლას აღუდგა წინ, შეინარჩუნა მშვიდობა და ქვეყნის განვითარება, რის გამოც ქართველმა ხალხმა მათ სრული ნდობა გამოუცხადა.

"ვინ არის ეს მარტა კოსი? - ჩვეულებრივი ამათი სადაქალოა, აი, ამ რაისა კომუნისტკა და ის რომ არის კიდევ, კალასი. თქვა, რომ საქართველოზე გაცილებით წინ არის მოლდოვა და უკრაინაო. უკრაინას ხალხი დაუხოცეს, ტერიტორიები წაართვეს, მეორე დღე გაუთენდება თუ არა, არ იციან, შენობა არ დარჩა. სხვადასხვა სახელმწიფოების იმხელა დავალიანება აქვს და თურმე, ჩვენზე უკეთეს პირობებშია [მოლდოვა].

და მოლდავეთი, რომელსაც ეკონომიკურ ზრდაში ჩვენ 7.5 გვაქვს, იმას 2.5. ესე იგი ინფლაცია იქ არის დაახლოებით 9%-ზე მეტი, ჩვენთან არის 4%. დეფიციტი ბიუჯეტის ჩვენთან არის 2.8%, რომელიც 3%-იან ნორმაში ჯდება, იქ 19%-ზე მეტია. ამ სახელმწიფოებს ჩვენ გვადარებს, ეს რაზე მიუთითებს, იცით? - ორმაგი სტანდარტია. უსამართლობაზე დგას ევროპარლამენტი, უსამართლობაზე დგანან მთლიანად ევრობიუროკრატები და შესაბამისად, შედეგი მიიღეს რა, ჩვენთან მშვიდობა არის, ჩვენთან განვითარებაზე გვაქვს პერსპექტივა და ორიენტირი.

აგერ, მსოფლიო ბანკმა დღეს გამოაცხადა, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5 კი არა, 7% იქნებაო, კიდევ გაუზარდა [მაჩვენებელი]. ხოლო, აბა, დააკვირდით, რა ხდება საფრანგეთში? ათასობით მოსწავლე დაიჭირეს. ნახეთ, ესპანეთში რა ხდება... გერმანიაში მერცს საკუთარ მოსახლეობაში ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს. აი, ეს ადამიანები ჩვენ მორალს გვიკითხავდნენ, ნოტაციებს გვიკითხავდნენ, თუ როგორ უნდა დაგვეწესებინა სანქცია, მაგალითად, რუსეთისთვის. და ამ დროს, მაგალითად, ლატვია, ღვინის სამშობლო ვართ ჩვენ და ჩვენ გადაგვასწრო ღვინის ექსპორტში, რუსეთში. ამ დროს დღემდე ვაჭრობენ ნავთობპროდუქტებით რუსეთთან, მაგრამ შენ, საქართველომ, შენ უნდა ჩაკეტო, შენ უნდა ფრონტის ხაზი გაგეხსნა და ბოლოს, გამახსენდა, რა თქვა გუშინწინ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა? - უკრაინა არის ბუფერული ზონა ჩვენთვისო. ასე უყურებენ საქართველოსაც და უკრაინასაც - ბუფერული ზონა. ჩვენ უნდა მსხვერპლად შევეწიროთ, რადგან აი, ეს კაია კალასები და ეს კორუმპირებული ევრობიუროკრატია მშვიდად იყოს. საქართველო და უკრაინა ასე უნდა შევეწიროთ, უნდა დავღალოთ თურმე ომში, როგორც გვეუბნებოდა ელჩი, რომ ჩვენო იარაღს და ფულს მოგცემთო, ოღონდ თქვენ იომეთო.

ამას აღვუდექით წინ და ამას ვუთხარით უარი და ამიტომაც ვართ გამარჯვებულები დღეს და ამიტომ გვენდო ქართველი ხალხი ბოლომდე და კიდევ ერთხელ მადლობა მათ," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვინ არის ეს მარტა კოსი? - ჩვეულებრივი ამათი სადაქალოა, აი, ამ რაისა კომუნისტკა და ის რომ არის კიდევ, კალასი. თქვა, რომ საქართველოზე გაცილებით წინ არის მოლდოვა და უკრაინაო. უკრაინას ხალხი დაუხოცეს, ტერიტორიები წაართვეს, მეორე დღე გაუთენდება თუ არა, არ იციან, შენობა არ დარჩა. სხვადასხვა სახელმწიფოების იმხელა დავალიანება აქვს და თურმე, ჩვენზე უკეთეს პირობებშია [მოლდოვა]. და მოლდავეთი, რომელსაც ეკონომიკურ ზრდაში ჩვენ 7.5 გვაქვს, იმას 2.5. ესე იგი ინფლაცია იქ არის დაახლოებით 9%-ზე მეტი, ჩვენთან არის 4%. დეფიციტი ბიუჯეტის ჩვენთან არის 2.8%, რომელიც 3%-იან ნორმაში ჯდება, იქ 19%-ზე მეტია. ამ სახელმწიფოებს ჩვენ გვადარებს, ეს რაზე მიუთითებს, იცით? - ორმაგი სტანდარტია. უსამართლობაზე დგას ევროპარლამენტი, უსამართლობაზე დგანან მთლიანად ევრობიუროკრატები და შესაბამისად, შედეგი მიიღეს რა, ჩვენთან მშვიდობა არის, ჩვენთან განვითარებაზე გვაქვს პერსპექტივა და ორიენტირი. აგერ, მსოფლიო ბანკმა დღეს გამოაცხადა, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5 კი არა, 7% იქნებაო, კიდევ გაუზარდა [მაჩვენებელი]. ხოლო, აბა, დააკვირდით, რა ხდება საფრანგეთში? ათასობით მოსწავლე დაიჭირეს. ნახეთ, ესპანეთში რა ხდება... გერმანიაში მერცს საკუთარ მოსახლეობაში ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს. აი, ეს ადამიანები ჩვენ მორალს გვიკითხავდნენ, ნოტაციებს გვიკითხავდნენ, თუ როგორ უნდა დაგვეწესებინა სანქცია, მაგალითად, რუსეთისთვის. და ამ დროს, მაგალითად, ლატვია, ღვინის სამშობლო ვართ ჩვენ და ჩვენ გადაგვასწრო ღვინის ექსპორტში, რუსეთში. ამ დროს დღემდე ვაჭრობენ ნავთობპროდუქტებით რუსეთთან, მაგრამ შენ, საქართველომ, შენ უნდა ჩაკეტო, შენ უნდა ფრონტის ხაზი გაგეხსნა და ბოლოს, გამახსენდა, რა თქვა გუშინწინ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა? - უკრაინა არის ბუფერული ზონა ჩვენთვისო. ასე უყურებენ საქართველოსაც და უკრაინასაც - ბუფერული ზონა. ჩვენ უნდა მსხვერპლად შევეწიროთ, რადგან აი, ეს კაია კალასები და ეს კორუმპირებული ევრობიუროკრატია მშვიდად იყოს. საქართველო და უკრაინა ასე უნდა შევეწიროთ, უნდა დავღალოთ თურმე ომში, როგორც გვეუბნებოდა ელჩი, რომ ჩვენო იარაღს და ფულს მოგცემთო, ოღონდ თქვენ იომეთო. ამას აღვუდექით წინ და ამას ვუთხარით უარი და ამიტომაც ვართ გამარჯვებულები დღეს და ამიტომ გვენდო ქართველი ხალხი ბოლომდე და კიდევ ერთხელ მადლობა მათ,“
ირაკლი ზარქუა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.