პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ბოლო არჩევნები გაყალბდა, ჩვენ “ოცნებას” არ ვაღიარებთ” – რასა იუკნევიჩიანე

ტვ პირველიქართული ოცნება

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ტვ პირველთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ბოლო არჩევნები გაყალბდა და ევროპარლამენტი „ქართულ ოცნებას“ არ აღიარებს. იგი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ სანქციები საქართველოს დემოკრატიის შემელახველთა წინააღმდეგ.

“ბოლო არჩევნები გაყალბდა, ჩვენ “ოცნებას” არ ვაღიარებთ” – რასა იუკნევიჩიანე
ალია

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე, ტვ პირველთან, ამბობს:

სანქციები ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ჩვენ ეს ბევრი მსგავსი ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ გამოვიყენეთ და ახლაც უნდა გამოვიყენოთ. ევროპარლამენტს არ აქვს უფლებამოსილება, რომ სანქციები თავად დავაწესოს. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, მოვითხოვოთ ის. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება და საბოლოოდ დააწესონ სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის.

ეს რეჟიმი თავიდან ხალხის მიერ იყო არჩეული, ისინი აღიარებულები იყვნენ, ამიტომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ეს ხალხის არჩევანია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ბოლო არჩევნები გაყალბდა, ჩვენ ევროპარლამენტში “ქართულ ოცნებას” არ ვაღიარებთ. ჩვენ მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს და ვცდილობთ შევუცვალოთ მათ ეს მიდგომა. არ ვფიქრობ, რომ საქართველო სამუდამოდ დაკარგულია. ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ქუჩაშია, იბრძვის, და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ხალხი პროევროპულია”

წყარო – ტვ პირველი

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საქართველოში ბიძინიზაცია დამარცხდება! - რასა იუკნევიჩიანეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები