ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ლევან იოსელიანი დავითაძის საქმეზე: სხვადასხვა პარტიების თუ ადამიანების მხრიდან ამ ინციდენტის სათავისოდ გამოყენების მცდელობა არსებობს, სურთ, რომ სახალხო დამცველი გამოიყენონ ამის ინსტრუმენტად - ჩვენ არ ვიკადრეთ ტყუილი და ეს ვიღაცებისთვის აღმოჩნდა მიუღებელი

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე აპარატზე ზეწოლა პოზიციას ვერ შეცვლის. მისი თქმით, არსებობს მცდელობა, რომ სხვადასხვა ჯგუფებმა ინციდენტი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ, თუმცა ომბუდსმენი ტყუილის თქმას არ იკადრებს.

ლევან იოსელიანი დავითაძის საქმეზე: სხვადასხვა პარტიების თუ ადამიანების მხრიდან ამ ინციდენტის სათავისოდ გამოყენების მცდელობა არსებობს, სურთ, რომ სახალხო დამცველი გამოიყენონ ამის ინსტრუმენტად - ჩვენ არ ვიკადრეთ ტყუილი და ეს ვიღაცებისთვის აღმოჩნდა მიუღებელი
ლევან იოსელიანი დავითაძის საქმეზე: სხვადასხვა პარტიების თუ ადამიანების მხრიდან ამ ინციდენტის სათავისოდ გამოყენების მცდელობა არსებობს, სურთ, რომ სახალხო დამცველი გამოიყენონ ამის ინსტრუმენტად - ჩვენ არ ვიკადრეთ ტყუილი და ეს ვიღაცებისთვის აღმოჩნდა მიუღებელირუსთავი 2

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, "ღამის კურიერის" ეთერში პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე საუბრობს. მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატზე ზეწოლა, აპარატის პოზიციას ვერ შეცვლის. იოსელიანის განმარტებით, სახალხო დამცველმა შეისწავლა საქმის ყველა არსებული მასალა და თავისი შეფასება მხარესა და მის ოჯახს უკვე გააცნო.

გარდა ამისა, ლევან იოსელიანის განცხადებით, არსებობს მცდელობა, რომ სხვადასხვა პოლიტიკურმა თუ სხვა ჯგუფებმა სახალხო დამცველი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ.

"დღეს ზეწოლა სახალხო დამცველზე ან მის აპარატზე, რომ ის, რაც კადრებში არის, რაც ჩვენ შევაფასეთ, რაც მხარეს ვუთხარით და მან ჩვენი პოზიცია იცის, ისევე როგორც მისმა ოჯახმა იცოდა ჩვენი პოზიცია, ეს პოზიცია ვერ შეიცვლება. ვერ შეიცვლება გამომდინარე იქიდან, რომ რაიმე ახალ გარემოებაზე, ახალ კადრებზე ან ახალ პერიოდზე მას არ მიუთითებია.

ის, რაზეც მიგვითითა, ის ჩვენ მიერ იქნა შესწავლილი და ჩვენი შეფასება მათთვის იყო ცნობილი. დღეს არის მცდელობა, რომ რა ინტერესიც არსებობს, არ ვიცი, სხვადასხვა ჯგუფების, პარტიების თუ ადამიანების მხრიდან ამ ინციდენტის სათავისოდ გამოყენების შემთხვევაში, რომ სახალხო დამცველი გამოიყენონ ამაში ინსტრუმენტად და ეს არ გამოვა. იმიტომ, რომ აქ მნიშვნელოვანია, რომ ვიღაცამ ამ ქვეყანაში უნდა თქვას სიმართლე, რა ხდება, სახალხო დამცველმა თუ არ თქვა სიმართლე, სახალხო დამცველმა თუ არ თქვა რეალურად რაც ნახა, იმაზე თუ ვერ ილაპარაკა ღიად და გახსნილად, მაშინ, რა ვიცი, რა აზრი აქვს, ხომ, ასეთი სახალხო დამცველის არსებობას? - და იმის მიღმა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც ჩვენ არ გვინახავს, რასაც ჩვენ ვერ გამოვიძიებდით, ამაზე გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.

ამიტომ ძალიან უსამართლოა ის კრიტიკა, რომელიც აპარატის მიმართ და, მათ შორის, ჩემს მიმართაც არის, რადგან ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები ყოფილიყო დაცული. ოღონდ არ გავაკეთეთ ერთი რამ - არ ვიკადრეთ ტყუილის თქმა, რასაც არც არასოდეს გავაკეთებთ. ეს არის მნიშვნელოვანი დეტალი ამ საქმეში, რომ არ ვიკადრეთ ტყუილის თქმა და ეს სიმართლე ვიღაცებისთვის აღმოჩნდა უბრალოდ მიუღებელი," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს ზეწოლა სახალხო დამცველზე ან მის აპარატზე, რომ ის, რაც კადრებში არის, რაც ჩვენ შევაფასეთ, რაც მხარეს ვუთხარით და მან ჩვენი პოზიცია იცის, ისევე როგორც მისმა ოჯახმა იცოდა ჩვენი პოზიცია, ეს პოზიცია ვერ შეიცვლება. ვერ შეიცვლება გამომდინარე იქიდან, რომ რაიმე ახალ გარემოებაზე, ახალ კადრებზე ან ახალ პერიოდზე მას არ მიუთითებია. ის, რაზეც მიგვითითა, ის ჩვენ მიერ იქნა შესწავლილი და ჩვენი შეფასება მათთვის იყო ცნობილი. დღეს არის მცდელობა, რომ რა ინტერესიც არსებობს, არ ვიცი, სხვადასხვა ჯგუფების, პარტიების თუ ადამიანების მხრიდან ამ ინციდენტის სათავისოდ გამოყენების შემთხვევაში, რომ სახალხო დამცველი გამოიყენონ ამაში ინსტრუმენტად და ეს არ გამოვა. იმიტომ, რომ აქ მნიშვნელოვანია, რომ ვიღაცამ ამ ქვეყანაში უნდა თქვას სიმართლე, რა ხდება, სახალხო დამცველმა თუ არ თქვა სიმართლე, სახალხო დამცველმა თუ არ თქვა რეალურად რაც ნახა, იმაზე თუ ვერ ილაპარაკა ღიად და გახსნილად, მაშინ, რა ვიცი, რა აზრი აქვს, ხომ, ასეთი სახალხო დამცველის არსებობას? - და იმის მიღმა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც ჩვენ არ გვინახავს, რასაც ჩვენ ვერ გამოვიძიებდით, ამაზე გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. ამიტომ ძალიან უსამართლოა ის კრიტიკა, რომელიც აპარატის მიმართ და, მათ შორის, ჩემს მიმართაც არის, რადგან ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები ყოფილიყო დაცული. ოღონდ არ გავაკეთეთ ერთი რამ - არ ვიკადრეთ ტყუილის თქმა, რასაც არც არასოდეს გავაკეთებთ. ეს არის მნიშვნელოვანი დეტალი ამ საქმეში, რომ არ ვიკადრეთ ტყუილის თქმა და ეს სიმართლე ვიღაცებისთვის აღმოჩნდა უბრალოდ მიუღებელი,“
ლევან იოსელიანი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.