იოსელიანი დავითაძეზე: რატომღაც ითხოვენ ჩემგან, რომ ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ არის
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ პატიმრ გიორგი დავითაძის მიერ მითითებულ ვიდეოჩანაწერებში ძალადობა არ ჩანს და მისგან იმის თქმას ითხოვენ, რაც კადრებში არ არის. პატიმარი გიორგი დავითაძე ბადრაგებს დეესკალაციის ოთახში გაუპატიურებაში ადანაშაულებს, თუმცა პენიტენციური სამსახური ამ ბრალდებას უარყოფს.

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, გიორგი დავითაძემ მათ თავდაპირველად 2025 წლის 26 დეკემბერს მიმართა. ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.
იოსელიანი ამბობს, რომ არსებულ ვიდეოჩანაწერში ძალადობა არ ჩანს, დანარჩენი კი გამოძიებით უნდა დადგინდეს.
"ეს არ დაწყებულა 2 ოქტომბერს. პირველად მსჯავრდებულმა 2025 წლის 26 დეკემბერს მოგვმართა. 26 დეკემბერს, მომართვისთანავე, იმავე დღეს, შევედით პენიტენციურში და მსჯავდებული გამოვკითხეთ. მისი ინფორმაციის საფუძველზე მოვითხოვეთ მის მიერ მითითებული ვიდეოჩანაწერის დაარქივება, რომელიც ჩვენს მიერ რამდენიმე დღეში შემოწმდა და გადამოწმდა - ინფორმაცია, რომელიც მან მოგვაწოდა... ეს არის 2 დღე, 20-21 დეკემბერი. [...]
ის, რომ დღეს რატომღაც ითხოვენ ჩემგან, რომ მე ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ არის, ხომ, ადამიანი ამბობს, რომ მე გამაუპატიურეს და უთითებს იმ კადრებზე, რომელიც ჩვენ შევისწავლეთ." - განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, ტვ პირველის ეთერში.
ჟურნალისტის კითხვაზე, იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულის განცხადებით, მან თითით შეღწევა იგრძნო ორგანიზმში, არის თუ არა ეს დათვალიერების პროცედურის ნაწილი, იოსელიანმა უპასუხა: "ეს დებულებაში როგორ არის გაწერილი იქ უნდა ალბათ ვნახოთ, რამდენად არის საშუალება, რომ ესე სიღრმისეულად დაათვალიერონ."
ცნობისთვის, რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე თქვა, რომ ის ბადრაგებმა დეესკალაციის ოთახში გააუპატიურეს.
პატიმრის განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა. უწყება წერს, რომ გიორგი დავითაძის განცხადება სიცრუეა.
პენიტენციური პატიმარ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ავრცელებს
პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ ძალადობის მტკიცებულება ვერ ვნახეთ - იოსელიანი
შეგახსენებთ, დავითაძეების ოჯახი ბადრაგებს პატიმრის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში აქამდეც ადანაშაულებდა.
პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახი ბადრაგებს მის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს
სპეციალურიმა პენიტენციურმა სამსახურმა გუშინ გაავრცელა ინოფრმაცია, რომ რუსთავის გიორგი დავითაძემ "გაურკვეველი მცირე საგანი" გადაყლაპა.
სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, დღეს ომბუდსმენის რწმუნებულებმა 3-4 ოქტომბერს მოინახულეს მსჯავრდებული გიორგი დავითაძე და ის პატიმრები, რომლებიც "დავითაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს" აპროტესტებდნენ.
მათი ინფორმაციით, მსჯავრდებული თავს კარგად გრძნობს, აღნიშნული გადაწყვეტილება არის პროტესტის ფორმა და უარს ამბობს კლინიკაში გადაყვანაზე, სანამ მისი მხარდაჭერისათვის დეესკალაციის ოთახებში გადაყვანილ პატიმრებს საკნებში არ დააბრუნებდნენ.
ციტატები სტატიიდან
„ეს არ დაწყებულა 2 ოქტომბერს. პირველად მსჯავრდებულმა 2025 წლის 26 დეკემბერს მოგვმართა. 26 დეკემბერს, მომართვისთანავე, იმავე დღეს, შევედით პენიტენციურში და მსჯავდებული გამოვკითხეთ. მისი ინფორმაციის საფუძველზე მოვითხოვეთ მის მიერ მითითებული ვიდეოჩანაწერის დაარქივება, რომელიც ჩვენს მიერ რამდენიმე დღეში შემოწმდა და გადამოწმდა - ინფორმაცია, რომელიც მან მოგვაწოდა... ეს არის 2 დღე, 20-21 დეკემბერი. [...] ის, რომ დღეს რატომღაც ითხოვენ ჩემგან, რომ მე ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ არის, ხომ, ადამიანი ამბობს, რომ მე გამაუპატიურეს და უთითებს იმ კადრებზე, რომელიც ჩვენ შევისწავლეთ.“
„ეს დებულებაში როგორ არის გაწერილი იქ უნდა ალბათ ვნახოთ, რამდენად არის საშუალება, რომ ესე სიღრმისეულად დაათვალიერონ.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.