სოლომონ გოგაშვილი: თქვენივე ბრალია, თბილისში გაჯგიმულები რო დადიოდნენ ეგ ლეკები პირველი ჩამოსვლისას და თქვენივე ბრალია ეხლა რაც გაბედეს ბედკრულ აბუ-დაბიში
სოლომონ გოგაშვილი: მე ვიცი, რა არის ქართული საქციელი, ვიცი ჩემი ქვეყნის ისტორია, ვიცი, როგორ გადავრჩით რჯულით, გენეტიკით და ვიცი, რა ჩაიდინა ხელისუფლებამ ზუსტად 2 წლის წინ და დღემდე რა გრძელდება…

მუსიკოსი, ფესტივალ „არტ-გენის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი სოლომონ გოგაშვილი:
მართლა არ ვიცი რა არის “კავკასიური საქციელი”, რადგან მათ, ჩრდ. კავკასიელებს 100%-თ შეცვლილი აქვთ გვარის დაბოლოება (რუსულად ბოლოვდება), აღარ აქვთ დროშა, ჰიმნი და პასპორტი თავისი ქვეყნის.
მე ვიცი, რა არის ქართული საქციელი, ვიცი ჩემი ქვეყნის ისტორია, ვიცი, როგორ გადავრჩით რჯულით, გენეტიკით და ვიცი, რა ჩაიდინა ხელისუფლებამ ზუსტად 2 წლის წინ და დღემდე რა გრძელდება…
ეხლა რომ “ვინუჟძენი” იცავთ მერაბს და “კავკასიურ მორალს” კითხულობთ, თქვენი გადაწყვეტილების გამო და თქვენი დაკვეთით იდგა სისხლის გუბეები რუსთაველზე. დასახიჩრდა ხალხი მიპარვით, ნიღბით, ან სადარბაზოში შესეული 30 ტიტუშკით.
თქვენივე ბრალია, თბილისში გაჯგიმულები რო დადიოდნენ ეგ ლეკები პირველი ჩამოსვლისას და თქვენივე ბრალია ეხლა რაც გაბედეს ბედკრულ აბუ-დაბიში.
10 ათასობით ჯარიმებით, დაპატმრებებით და გოგოების ცემით ქენით ქართველი ხალხის წახდენა.
სადარბაზოსთან დალოდებული პოლიციით (რუსული ომონივით) ცდილობთ თავისუფალი სიტყვის მოკვლას.
თქვენვე მოუწოდებთ ხალხს - თუ არ მოგწონთ, წადით ქვეყნიდანო.
თქვენ წაართვით ემიგრანტებს ხმა და ხმის ამოღებისას ორმაგი მოქალაქეობის წართმევით ემუქრებით!
P.S. აუცილებელი არ არის რაღაცის ჩემპიონი იყოს ადამიანი, რომ გვერდით დაუდგე.
„ადვილ ვერ იცნობ ვაჟკაცსა მის ვაჟკაცური რჯულითა“.

მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…