მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2%-ით გაზარდა - ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 7%-მდე გაზარდა. მთავრობის შეფასებით, ეს შედეგი ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა და ოპტიმიზაციის პროცესის დამსახურებაა.

5-ის ნაცვლად 7. მსოფლიო ბანკმა პროგნოზი განაახლა და 2%-ით გაზარდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. ენერგორესურსებზე მაღალი ფასების, გეოპოლიტიკური გაურკვევლობისა და ეკონომიკური რეცესიის ფონზე, პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მსოფლიო ბანკის მონაცემები იმ დადებით ტენდენციებს ასახავს, რაც საქართველოს ეკონომიკაში ბოლო პერიოდში იგრძნობა.
ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პოზიტიური შედეგები ეკონომიკაში კი იმ რეფორმების დამსახურებაა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. საუბარია უწყებებში განხორციელებულ ოპტიმიზაციის პროცესზე, რომლის შედეგად, ჯამში, ათეულობით მილიონი ლარი დაიზოგა. მსოფლიო ბანკის მსგავსად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, საქართველოსთან მიმართებაში, არაერთმა საერთაშორისო ინსტიტუტმა გააუმჯობესა.
რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა, სავალუტო რეზერვების შევსების, საგარეო ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტის ყოველწლიურად შემცირების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ასევე, ფისკალური მაჩვენებლების სტაბილურად შენარჩუნების საუკეთესო შესაძლებლობაა.
მსოფლიო ბანკზე დაყრდნობით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ სხვადასხვა სფეროში გატარებული და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმები, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობას მისცემს.
მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა, რასაც ძირითადად AI-სა და ციფრულ ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები განაპირობებდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.