საქართველო ლიდერი რეგიონში - მსოფლიო ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 7%-მდე გაზარდა, რაც რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მსგავსი პროგნოზები აქვთ სავალუტო ფონდსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსაც.

საქართველო ლიდერი რეგიონში - მსოფლიო ბანკმა 2026 წლისთვის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ხუთიდან შვიდ პროცენტამდე გაზარდა.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა რეგიონის სხვა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზებსაც გადახედა და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ საქართველოს მიანიჭა.
მსოფლიო ბანკი არ არის ერთადერთი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის პროგრესი გამოარჩია. თითქმის იდენტური მაჩვენებლები აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს. ეს პროგნოზები სრულ თანხვედრაშია იმ მონაცემებთან, რაც წარმოდგენილია 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში.
ნინი ჩუბინიძის სიუჟეტი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.