ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე: საქართველოს არაკეთილმოსურნეები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ბოლო დროს ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი საკუთარი ქვეყნის წინაშე, ის, რომ საქართველო დღეს არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, თავისთავად არის მკაფიოზე მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს და სწორად ვერ განმარტავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერეკლეობისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ქვეყნის არაკეთილმოსურნეები ცდილობენ ერეკლე მეორის ღვაწლის ეჭვქვეშ დაყენებას. მისი თქმით, ერეკლე მეორის ეპოქა იყო ბრძოლა გადარჩენისთვის და მისი მოღვაწეობა დღევანდელი თავისუფალი საქართველოს ფუნდამენტია.

ირაკლი კობახიძე: საქართველოს არაკეთილმოსურნეები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ბოლო დროს ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი საკუთარი ქვეყნის წინაშე, ის, რომ საქართველო დღეს არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, თავისთავად არის მკაფიოზე მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს და სწორად ვერ განმარტავს
ირაკლი კობახიძე: საქართველოს არაკეთილმოსურნეები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ბოლო დროს ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი საკუთარი ქვეყნის წინაშე, ის, რომ საქართველო დღეს არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, თავისთავად არის მკაფიოზე მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს და სწორად ვერ განმარტავსიმედინიუსი

ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის. მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერეკლეობისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს არაკეთილმოსურნეები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ბოლო დროს ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი საკუთარი ქვეყნის წინაშე.

„ვინც იმპერიების გზაგასაყარზე მყოფ ქვეყანაში ყოველდღიური თავდასხმებისა და უმძიმესი დემოგრაფიული ვითარების ფონზე ერეკლე მეორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ზერელედ, მიკერძოებულად, და ისტორიული რეალობის უგულებელყოფით აფასებს, ხელოვნურად ცდილობს, დაამახინჯოს ჩვენი ისტორია და დააკნინოს ერეკლე მეორის უდიდესი დამსახურება. ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის. მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის. ის, რომ საქართველო დღეს არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, თავისთავად არის მკაფიოზე მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს და სწორად ვერ განმარტავს. დღეს, როდესაც თანამედროვე სამყარო და ჩვენი რეგიონი კვლავ ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას, ერეკლე მეორის ცხოვრება, თითოეული ჩვენგანისთვის არის ფასდაუდებელი მაგალითი და გაკვეთილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მართვას სჭირდება უდიდესი პასუხისმგებლობა, წინდახედულობა და ქვეყნის ინტერესების უპირველეს ადგილზე დაყენება და სწორედ ამის საუკეთესო მაგალითი იყო ერეკლე მეორე და მისი მეფობა.

„ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, მშვიდობის დაცვა, ქვეყნის გაძლიერება და ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების მტკიცედ დაცვას უზრუნველყოფს. გილოცავთ ყველას ერეკლეობას, მშვიდობას, გამთლიანებას და გაძლიერებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 5
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: „ერეკლეობა“არის დღე, როდესაც თითოეული ჩვენგანი კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ ქართული სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობაზე, თავისუფლების ფასსა და იმ ურთულეს გზაზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და სახელმწიფომ საუკუნეების მანძილზე განვლო
  2. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე: "ერეკლეობა" არის დღე, როდესაც თითოეული ჩვენგანი კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ ქართული სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობაზე, თავისუფლების ფასსა და იმ ურთულეს გზაზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და სახელმწიფომ საუკუნეების მანძილზე განვლო
  3. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – „ერეკლეობა“არის დღე, როდესაც კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობაზე, თავისუფლების ფასსა და იმ ურთულეს გზაზე, რომელიც ქვეყანამ საუკუნეების მანძილზე განვლო
  4. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: საქართველოს არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი - ის, რომ საქართველო დღეს თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფოა, მკაფიოზე მკაფიო პასუხია ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს
  5. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი, საქართველო დღეს არის სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, რაც არის პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ ყაველაშვილი: მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პასუხისმგებლობას უკავშირდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები