ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პრემიერი: საქართველოს არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი - ის, რომ საქართველო დღეს თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფოა, მკაფიოზე მკაფიო პასუხია ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერეკლეობისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ არაკეთილმოსურნეები ცდილობენ ერეკლე მეორის ღვაწლის ეჭვქვეშ დაყენებას. მისი თქმით, ერეკლეს ეპოქა იყო ბრძოლა გადარჩენისთვის და დღევანდელი სუვერენული სახელმწიფო ამის მკაფიო პასუხია.

პრემიერი: საქართველოს არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი - ის, რომ საქართველო დღეს თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფოა, მკაფიოზე მკაფიო პასუხია ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს
პრემიერი: საქართველოს არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი - ის, რომ საქართველო დღეს თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფოა, მკაფიოზე მკაფიო პასუხია ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებსრუსთავი 2

ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის. მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერეკლეობისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს არაკეთილმოსურნეები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ბოლო დროს ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი საკუთარი ქვეყნის წინაშე.

"ვინც იმპერიების გზაგასაყარზე მყოფ ქვეყანაში ყოველდღიური თავდასხმებისა და უმძიმესი დემოგრაფიული ვითარების ფონზე ერეკლე მეორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ზერელედ, მიკერძოებულად, და ისტორიული რეალობის უგულებელყოფით აფასებს, ხელოვნურად ცდილობს, დაამახინჯოს ჩვენი ისტორია და დააკნინოს ერეკლე მეორის უდიდესი დამსახურება. ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის. მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის.

ის, რომ საქართველო დღეს არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, თავისთავად არის მკაფიოზე მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს და სწორად ვერ განმარტავს. დღეს, როდესაც თანამედროვე სამყარო და ჩვენი რეგიონი კვლავ ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას, ერეკლე მეორის ცხოვრება, თითოეული ჩვენგანისთვის არის ფასდაუდებელი მაგალითი და გაკვეთილი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მართვას სჭირდება უდიდესი პასუხისმგებლობა, წინდახედულობა და ქვეყნის ინტერესების უპირველეს ადგილზე დაყენება და სწორედ ამის საუკეთესო მაგალითი იყო ერეკლე მეორე და მისი მეფობა.

"ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, მშვიდობის დაცვა, ქვეყნის გაძლიერება და ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების მტკიცედ დაცვას უზრუნველყოფს. გილოცავთ ყველას ერეკლეობას, მშვიდობას, გამთლიანებას და გაძლიერებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვინც იმპერიების გზაგასაყარზე მყოფ ქვეყანაში ყოველდღიური თავდასხმებისა და უმძიმესი დემოგრაფიული ვითარების ფონზე ერეკლე მეორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ზერელედ, მიკერძოებულად, და ისტორიული რეალობის უგულებელყოფით აფასებს, ხელოვნურად ცდილობს, დაამახინჯოს ჩვენი ისტორია და დააკნინოს ერეკლე მეორის უდიდესი დამსახურება. ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის. მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის. ის, რომ საქართველო დღეს არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, თავისთავად არის მკაფიოზე მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს და სწორად ვერ განმარტავს. დღეს, როდესაც თანამედროვე სამყარო და ჩვენი რეგიონი კვლავ ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას, ერეკლე მეორის ცხოვრება, თითოეული ჩვენგანისთვის არის ფასდაუდებელი მაგალითი და გაკვეთილი“
ირაკლი კობახიძე
„ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, მშვიდობის დაცვა, ქვეყნის გაძლიერება და ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების მტკიცედ დაცვას უზრუნველყოფს. გილოცავთ ყველას ერეკლეობას, მშვიდობას, გამთლიანებას და გაძლიერებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.