ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მიხეილ ყაველაშვილი – მეფე ერეკლეს ცხოვრება გვახსენებს, რომ ქვეყნის სამსახურში ყოფნა მოითხოვს გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში ერეკლეობა მიულოცა საზოგადოებას და აღნიშნა, რომ მეფე ერეკლე II-ის მემკვიდრეობა მნიშვნელოვანია დღესაც, რადგან ის ქვეყნის სამსახურში გეოპოლიტიკური რეალობის გააზრებასა და ეროვნული ინტერესების დაცვას გვახსენებს.

მიხეილ ყაველაშვილი – მეფე ერეკლეს ცხოვრება გვახსენებს, რომ ქვეყნის სამსახურში ყოფნა მოითხოვს გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას
მიხეილ ყაველაშვილი – მეფე ერეკლეს ცხოვრება გვახსენებს, რომ ქვეყნის სამსახურში ყოფნა მოითხოვს გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვასპირველი არხი

მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პასუხისმგებლობას უკავშირდება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა დაწერა.

მისი თქმით, ერეკლე მეფის მთავარი მორალური და პოლიტიკური საზრუნავი ქართული სახელმწიფოებრიობის, ეროვნული იდენტობისა და საკუთარი ხალხის გადარჩენა იყო.

„გილოცავთ ერეკლეობას! მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პასუხისმგებლობას უკავშირდება.

ურთულეს გეოპოლიტიკურ ეპოქაში, როდესაც ქართლ-კახეთი ეგზისტენციალური საფრთხის, უწყვეტი აგრესიის, დემოგრაფიული კოლაფსისა და ერის ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე იდგა, ერეკლე მეფის მთავარი მორალური და პოლიტიკური საზრუნავი ქართული სახელმწიფოებრიობის, ეროვნული იდენტობისა და საკუთარი ხალხის გადარჩენა იყო.

ქვეყნის გაერთიანების, მისი პოლიტიკური და ეკონომიკური განმტკიცებისა და განათლების განვითარებისკენ მიმართული ძალისხმევა გამოხატავდა ერეკლე მეფის შორსმჭვრეტელ ხედვას: საქართველოს მომავალი დაჰფუძნებოდა ძლიერ სახელმწიფოს, განათლებულ საზოგადოებასა და ეროვნულ ერთიანობას.

სწორედ ამით არის ერეკლე II-ის მემკვიდრეობა მნიშვნელოვანი დღესაც – მისი ცხოვრება გვახსენებს, რომ ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას.

განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს თელავსა და სრულიად კახეთს. მეფე ერეკლე II-ის ხსოვნასა და მის სახელმწიფოებრივ მემკვიდრეობას მუდამ ღირსეული ადგილი ექნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, – დაწერა მიხეილ ყაველაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გილოცავთ ერეკლეობას! მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პასუხისმგებლობას უკავშირდება. ურთულეს გეოპოლიტიკურ ეპოქაში, როდესაც ქართლ-კახეთი ეგზისტენციალური საფრთხის, უწყვეტი აგრესიის, დემოგრაფიული კოლაფსისა და ერის ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე იდგა, ერეკლე მეფის მთავარი მორალური და პოლიტიკური საზრუნავი ქართული სახელმწიფოებრიობის, ეროვნული იდენტობისა და საკუთარი ხალხის გადარჩენა იყო. ქვეყნის გაერთიანების, მისი პოლიტიკური და ეკონომიკური განმტკიცებისა და განათლების განვითარებისკენ მიმართული ძალისხმევა გამოხატავდა ერეკლე მეფის შორსმჭვრეტელ ხედვას: საქართველოს მომავალი დაჰფუძნებოდა ძლიერ სახელმწიფოს, განათლებულ საზოგადოებასა და ეროვნულ ერთიანობას. სწორედ ამით არის ერეკლე II-ის მემკვიდრეობა მნიშვნელოვანი დღესაც – მისი ცხოვრება გვახსენებს, რომ ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას. განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს თელავსა და სრულიად კახეთს. მეფე ერეკლე II-ის ხსოვნასა და მის სახელმწიფოებრივ მემკვიდრეობას მუდამ ღირსეული ადგილი ექნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.